უახლესი ამბები

ავსტრალიელმა ასტრონომებმა სამყაროს უძველესი ვარსკვლავი აღმოაჩინეს

10 02 2014 | ავტორი: admin
ავსტრალიელმა ასტრონომებმა სამყაროს უძველესი ვარსკვლავი აღმოაჩინეს
მეცნიერება
0

ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ასტრონომებმა ახალი ციური სხეული აღმოაჩინეს, რომელიც მათი მტკიცებით სამყაროში უძველესია. ვარსკვლავის ასაკი დაახლოებით 13.6 მილიარდი წელია და ასტრონომიული გათვლებით დედამიწიდან დაახლოებით 6000 სინათლის წლითაა დაშორებული.

ასტრონომთა ჯგუფის ხელმძღვანელ სტეფან კეპლერის განცხადებით, „დიდი აფეთქების შემდეგ ჩამოყალიბებული პირველი თაობის ვარსკვლავებს გიგანტური ზომები ჰქონდათ, მაგრამ უაღრესად არასტაბილურები იყვნენ და სიცოცხლის ხანმოკლე პერიოდით ხასიათდებოდნენ“.

„ჩვენ შევძელით მეორე თაობის ვარსკვლავის აღმოჩენა. ამ აღმოჩენით ჩვენ ძალიან გაოცებულები ვიყავით, რადგან მსგავსი ვარსკვლავის აღმოჩენის შანსი 40 მილიონიდან ერთია. ჩენი აზრით ჩვენსაზე უფრო ძველი ვარსკვლავების აღმოჩენა შეუძლებელია,“ – განაცხადა ასტრონომმა.

ახალ ვარსკვლავს ჯერ სახელწოდება არ გააჩნია და დარეგისტრირებულია ნომრით SMSS J031300.36-670839.3.