უახლესი ამბები

ორშაბათს რუსულმა რუბლმა უპრეცედენტო ვარდნა განიცადა, რომელსაც პოლიტიკოსებმა „რუსული შავი ორშაბათი“ უწოდეს

18 12 2014 | ავტორი: admin
ორშაბათს რუსულმა რუბლმა უპრეცედენტო ვარდნა განიცადა, რომელსაც  პოლიტიკოსებმა  „რუსული შავი ორშაბათი“ უწოდეს
გარესამყარო
0

ორშაბათს, დღის ბოლოს რუსულმა რუბლმა ბაზარზე უპრეცედენტო ვარდნა განიცადა. ერთ დღეში რუსეთის ეროვნული ვალუტა 10%-ით გაუფასურდა. მოსკოვის ბირჟის მონაცემებით, დღის ბოლოს ერთი დოლარი 64,4455 რუბლი ღირდა, ერთი ევრო კი 78,87. დილით ჯერ კიდევ ბაზარზე დოლარი 57,91, ხოლო ევრო კი 72,18 რუბლი ღირდა, ერთ დღეში ამერიკულმა და ევროპულმა ვალუტამ 6 რუბლზე მეტით მოიმატეს. 14 საათის განმავლობაში უცხოური ვალუტის კურსის ასეთ ზრდას არაფერი მოასწავებდა, მაგრამ 16 საათის შემდეგ რუბლმა გაიაფება დაიწყო.

დღეისათვის ამერიკულმა დოლარმა რუსული რუბლის მიმართ არსებობის მანძლზე პირველად მიაღწია 61 რუბლს.
აღსანიშნავია, რომ რუბლის ვარდნამ რუსული აქციების ბაზარიც ჩაითრია. მოსკოვის ბირჟის აქციები დაეცა 2,38%-მდე, ხოლო რუსეთის საფონდო ინდექსი 10,12%-მდე .
რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი თვლის, რომ დღევანდელი დღე რუსეთის ისტორიაში შევა როგორც „შავი ორშაბათი“.
„ეს „ყირიმი ჩვენიას“ საზღაურია, აგრესიის, ხელისუფლების არაადეკვატურობის, ძირმომპალი პროპაგანდის შედეგია. ათასჯერ მითქვამს ეს, მაგრამ არავის სჯეროდა. იქნებ დროა ყველამ გავიგოთ, რომ ქვეყანას პარანოიით დაავადებული მართავს?“ – წერს თავის ფეისბუკის გვერდზე პოლიტიკოსი.
აღსანიშნავია, რომ რუსეთში ჯერ კიდევ ივნისში ევროს შეძენა 47 რუბლად იყო შესაძლებელი.
თავის მხრივ გერმანელმა ანალიტიკოსმა ჰოლგერ შაელიცმა განაცხადა, რომ დღევანდელი 10 % -იანი ვარდნის შედეგად რუბლი ამ წლის ყველაზე სუსტ ვალუტად იქცა.
ადრე გაუფასურების პირველობით უკრაინული გრივნა ლიდერობდა, რაც წელიწადში ვარდნის 74 %-ით აისახებოდა, წელს კი რუბლი 48 %-ით დაეცა.

 

 

 

მომზადებულია fakty.ua-ს მასალების მიხედვით