უახლესი ამბები

ექსპერტები რუსული კომპანიების მასიურ გაკოტრებას პროგნოზირებენ

18 12 2014 | ავტორი: admin
ექსპერტები რუსული კომპანიების მასიურ გაკოტრებას პროგნოზირებენ
გარესამყარო
0

რუსეთის ამჟამინდელი ეკონომიკური ვითარება ისეთია, რომ რუბლის დევალვაციისა და ნავთობზე ფასის ვარდნის პირობებში, უახლოეს მომავალში ადგილობრივი კომპანიების მასიური გაკოტრებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ განვითარებადი ბაზრების მიმართულებით მომუშავე „Credit Suisse-ს“ ხელმძღვანელმა ვალერი პუშნიამ განაცხადა.
მისი თქმით, დღეისათვის რუბლის ნამდვილი კურსი ერთ დოლარზე 45-50 რუბლია. თუმცა ამ ზღვრის გადალახვის შემდეგ, ცენტრალური ბანკის ინტერვენცია უშედეგო იქნება.
აქვე ექსპერტი აღნიშნავს, რომ რუბლის დაცემის მიუხედავად რუსეთში კომპანიების გაკოტრება და უმუშევრობის ზრდა არ შეიმჩნევა. თუმც,ა მისი აზრით, ეს პროცესები არც ისე შორეული პერსპექტივაა.
„ვერ ვხედავთ გეოპილიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ვერცერთ ნაბიჯს, არც ხელისუფლების ნათელ სამოქმედო გეგმას, ინვესტორები კი ყოველთვის გაურბიან გაურკვეველობას. დეფოლტი გარდაუვალია“ – მიიჩნევს ის.
რუსეთისთვის სამწუხარო შედეგებზე საუბრობს „The Washington Post-ის“ რეპორტიორი მეტ ო’ბრაინი. მისი თქმით, რუსეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება რაც საპროცენტო ჯამის 10,5-დან 17%-მდე გაზრდას გულისხმობს, შეცდომა იყო. რუბლის გადარჩენით ბანკი ქვეყნის ეკონომიკას წირავს.
„ჯამი რომ დაბალ საფეხურზე დაეტოვებინათ, რუბლი ვარდნას გააგრძელებდა, ინფლაცია ავარდებოდა და მსხვილი კომპანიები დეფოლტში მოექცეოდნენ, მაგრამ ეკონომიკა არ ჩამოიშლებოდა. 17%-იანი ჯამური განაკვეთი აგონიაში მყოფ რუსულ ეკონომიკას ღრმა დეპრესიაში ჩააგდებს. ვნახოთ, თუ ეს არ უშველით, რუსეთს კაპიტალის კონტროლი და საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის დახმარების თხოვნა მოუწევს“ – აღნიშნავს ექსპერტი.
მისი თქმით რუსეთის დღევანდელი მდგომარეობა საბჭოთა კავშირში 80-იან წლებში განვითარებულ მოვლენებს ჰგავს, როდესაც ნავთობზე ფასის ვარდნის შედეგად საბჭოთა კავშირის ეკონომიკა ჩამოიშალა.
„როდესაც ნავთობის ფასი სამნიშნა ციფრებში იზომებოდა, პუტინს შეეძლო უფლება მიეცა საკუთარი თავისთვის საქართველოში ან უკრაინაში შეჭრილიყო, მაგრამ როდესაც ის ორმაგად დაეცა – არა. რუსეთს არ შეუძლია თავის თავს იგივეს უფლება მისცეს“ – ამტკიცებს ო’ბრაინი.
შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერი რუსული საფინანსო სისტემისთვის „შავ ორშაბათად“ იქცა. ამ დღეს რუბლი 10%-ით გაუფასურდა და ერთმა დოლარმა 64,4455 რუბლი შეადგინა.

 

მომზადებულია fakty.ua-ს მასალების მიხედვით