უახლესი ამბები

ანგელა მერკელი სოჭის ოლიმპიადას არ დაესწრება

23 12 2013 | ავტორი: admin
ანგელა მერკელი სოჭის ოლიმპიადას არ დაესწრება
სპორტი
0

გერმანიის მესამე ვადით არჩეული კანცლერი, ანგელა მერკელი სოჭის ოლმპიურ თამაშებს არ დაესწრება. აღნიშნული ინფორმაცია გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით ჟურნალმა „Focus-მა“ გამოაქვეყნა. მერკელის მაგივრად გერმანიის დელეგაციას ტომას დე მეზიერი უხელმძღვანელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი არგამგზავრება „Юкос-ის“ ყოფილ ხელმძღვანელ მიხეილ ხოდორკოვსკის უკავშირდება. ამასთანავე, მერკელი უშუალო კავშირში იყო ციხიდან გამოსვლის შემდეგ ხოდორკოვსკის გერმანიაში გამგზავრებასთან.