უახლესი ამბები

უცხოური გამოცემები პუტინის გამოსვლას აფასებენ

19 12 2014 | ავტორი: admin
უცხოური გამოცემები პუტინის გამოსვლას აფასებენ
გარესამყარო
0

დასავლურმა პრესამ ყურადღება გაამახვილა ვლადიმერ პუტინის მოწოდებაზე, დასავლეთმა უარი განაცხადოს“ ბერლინის კედლის შენებაზე“ რუსეთის წინააღმდეგ და აღნიშნეს მისი თავდაჯერებულობა, რომლითაც პუტინი ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებას უყურებს.

გამომცემლებმა „Der Spiegel-მა“ და „Die Zeit-მა“ აღნიშნეს, რომ პუტინმა ქვეყნის საშინაო ეკონომიკური ვითარება გარე ფაქტორებს დაუკავშირა, სანქციებსა და ნავთობზე დაბალ ფასებს. ამასთან მსოფლიო პრესა რუსეთის ლიდერის „ოპტიმიზმზე“ წერს. „ნავთობის ფასის ვარდნა და გაუფასურებული რუბლი ორ წელიწადში დარეგურილდება“ – ასეთ კომენტარს აკეტებს „Der Spiegel“. „პრეზიდენტი დარწმუნებულია რუსეთის ეკონომიკის აღორძინებაში“ – წერს პორტუგალიური გამოცემა „Publico“.

გამოცემა „The New York Times“ აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი „მწვავედ და მრისხანედ გამოეპასუხა დასავლეთს, იმის დემონსტრირებით, რომ მიუხედავად ეკონომიკური არასტაბილურობისა, უკრაინის მიმართ ის თავის პოზიციას არ შეარბილებს“. ბრიტანულმა „The Financial Times-მაც“ უკრაინა-რუსეთს შორის ურთიერთობაში რუსეთის პრეზიდენტის მრისხანე დამოკიდებულებას გაუსვა ხაზი.

„The Wall Street Journal-მ“ა ყურადღება პუტინის იმ განცხადებაზე გაამახვილა, სადაც პრეზიდენტი ამბობს, რომ ეკონომიკური ვითარება საზღაურია „დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მოთხოვნილებაზე“. „რუსეთი თვითგადარჩენის პოლიტიკას ეწევა“ და „გააგრძელებს იმავე გზას, რათა დაიცვას თავისი ბუნებრივი რესურსები“ – ასე გადმოსცემს რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებს გერმანული „Frankfurter Allgemeine Zeitung“.
გერმანული გაზეთები „Die Zeit“ და „Die Welt“ აღნიშნავენ, რომ რუსეთმა ნატო-ს გაფართოება ბერლინის კედელს შეადარა. გაზეთის აზრით,, პუტინისთვის ნატო-ს გაფართოება აღმოსავლეთ ევროპაში ცივი ომის დასაწყისია. ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანება ბერლინის კედლის აღმართვაა.

მომზადებულია Ria.ru-ს მასალების მიხედვით