რუსეთის საგარეო სამეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ „უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის შესახებ აქტის“ ხელმოწერაზე.
„ეს დოკუმენტი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობას კარგა ხნით დაარღვევს“, – განაცხადა მან ამერიკის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან სატელეფონო საუბარში.
„უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის შესახებ აქტი 2014-ს“ აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი 18 დეკემბერს მოაწერა. დოკუმენტი ნატოს წევრობის გარეშე უკრაინის, საქართველოს და მოლდოვისთვის ძირითადი სამხედრო მოკავშირის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.
აღნიშნული დოკუმენტი აშშ-ს უფლებას აძლევს ჩამოთვლილ ქვეყნებს სამხედრო დახმარებაც გაუწიოს.
ამასთან, აშშ-ს უფლება აქვს, ნატოს წევრი ქვეყნებისა და უკრაინა, საქართველო, მოლოდვასთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციები გამოიყენოს.