უახლესი ამბები

ნიჟნი-ნოვგოროდის „ვოლგა“ ქართველ ფეხბურთელებს ჯარიმის სახით მილიონ ევროზე მეტს გადაუხდის

20 12 2014 | ავტორი: admin
ნიჟნი-ნოვგოროდის „ვოლგა“ ქართველ ფეხბურთელებს ჯარიმის სახით მილიონ ევროზე მეტს გადაუხდის
სპორტი
0

ლოზანას საარბიტრაჟოს გადაწყვეტილებით, ნიჟნი-ნოვგოროდის „ვოლგა“ ქართველ ფეხბურთელებს მათე ვაწაძეს, გოგიტა გოგუასა და ლაშა სალუქვაძეს მილიონ ევროზე მეტს გადაუხდის.

რუსულ კლუბს ქართველების მიმართ სახელფასო დავალიანება ჰქონდა და ფეხბურთელთა მხრიდან საქმის გამოძიების სურვილი სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა.

მას შემდეგ, რაც ქართველმა ფეხბურთელებმა რუსული კლუბი დატოვეს, „ვოლგის“ ფეხბურთელების მიმართ არსებული დავალიანება არ გაუსტუმრებია, რასაც გრძელვადიანი სასამართლო პროცესი მოჰყვა.

საბოლოოდ გოგუას, ვაწაძისა და სალუქვაძის სარჩელმა ლოზანის სააბიტრაჟოში სამართლებრივი გამართლება ჰპოვა და სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა.