უახლესი ამბები

კანადა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აამოქმედებს

20 12 2014 | ავტორი: admin
კანადა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აამოქმედებს
გარესამყარო
0

კანადა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აამოქმედებს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯონ ბერმა გააკეთა.

სანქციების ახალი პაკეტი მიზნად ისახავს ნავთობისა და გაზის მრეწველობაში გამოყენებადი ტექნოლოგიების ექსპორტზე დამატებითი შეზღუდვების დაწესებას. გარდა ამისა, კანადა გაზრდის იმ ფიზიკურ პირთა რიცხვს ვისაც ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ, ხოლო მათ საბანკო ანგარიშებს კი გაყინავს.