უახლესი ამბები

ლუკაშენკო ავადმყოფ ლომს ურტყამს

20 12 2014 | ავტორი: admin
ლუკაშენკო ავადმყოფ ლომს ურტყამს
გარესამყარო
0

ბოლო დღეებში ბელარუსის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლების მიმართ საჯაროდ გამოხტა უკმაყოფილება . მისი თქმით, მოსკოვი უსამართლო თამაშს ეწევა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ბელარუსული ექსპორტი შეიზღუდა და რუსეთი ეჭვობს, რომ მინსკი რუსეთის რთული ეკონომიკური მდგომარეობით სარგებლობს. ბელარუსის ლიდერი „ადეკვატური რეაგირებით“ დაიმუქრა, უპირველესყოვლისა, ურთიერთგადახდებში გაუფასურებული რუბლის ამოღებით.

ეკონომიკურ პრობლემებზე გამართულ სხდომაზე ბელარუსის პრეზიდენტმა მთავრობის წევრებს დაავალა , რომ რუსეთში ექსპორტზე გატანილ საქონელზე გადახდა დოლარში ან ევროში განხორციელდეს. მისი აზრით, თუ ბელარუსი რუსეთს გაზისა და ნავთობის საფასურს მყარი ვალუტით უხდის, მაშინ რატომ ფასდება რუბლში ბელარუსული რძე და ხორცი?

– „ ბოლო დღეებში სულ უფრო და უფრო ხშირად მესმის წუხილი იმაზე, რომ რუსეთში რუბლი გაუფასურდა, რომ ჩვენ იქ ექსპორტის 40 % გვაქვს, რომ დანაკარგები გვაქვს. რას ვიზამთ? ასეთი მეზობელი გვყავს, ასეთი ვითარებაა რუსეთის ფედერაციაშიც და უკრაინაშიც. მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს: ერთ ადგილზე დანაკარგი სხვაგან უნდა ავინაზღაუროთ. ვკარგავთ სხვა თუ რუსეთი რუბლს გადაიხდის, მაშინ ის დღევანდელი დღის, მიმდინარე საათის კურსის შესაბამისი უნდ იყოს.“ – აცხადებს ლუკაშენკო.

– რატომ არ ეშინია ლუკაშენკოს მსგავსი განცხადებების გაკეთება სტრატეგიული მოკავშირის მიმართ? ბელარუსი ეკონომისტი, გაერთიანებული სახალხო პარტიის თავმჯდომარე ლევ მარგოლინი თვლის, რომ საქმე მამაცობაში არ არის, საქმე მიმდინარე რთულ მომენტს ეხება:

– „ 1998 წლიდან მოყოლებული რუსული რუბლი საკმაოდ მყარი ვალუტა იყო. ის ერთ-ერთ სარეზერვო ვალუტადაც კი სახელდებოდა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ტერიტორიაზე. ახლა ვითარება შეიცვალა და რა თქმა უნდა, ყოველი ხელმძღვანელი თავისი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს. თუ ჩვენ რუსეთს მიწოდებულ ნაწარმზე საფასურის გადახდას სხვა ვალუტაში მოვთხოვთ, ჩვენ ბაზრის ნაწილს მკვეთრად შევამცირებთ. მაგალითად, ჩვენი მაცივრები რომელსაც ვყიდდით 400 დოლარად, რომელსაც რუსეთიც აწარმოებდა კომპანია LG-ის ლიცენზიით, ისიც 400-500 დოლარი ღირდა. იქმნებოდა კონკურენტული ბაზარი. თუ რუსეთი იგივე მაცივარზე დღევანდელ ვითარებაში რუბლის დოლართან შეფარდებით დააწესებს 200 დოლარს და ჩვენ ისევ 400 დოლარს დავაფასებთ, რა თქმა უნდა ბაზარს დავკარგავთ. “, – აღნიშნავს ლევ მარგოლინი.

რუსული რუბლის მკვეთრი დაცემის ფონზე ბელარუსი ექსპორტიორები წუხდნენ, რომ არც ისე შესაშურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ბელარუსის ნაციონალური ბანკის მონაცემებით 2014 წლის იანვარ-ოქტომბრის მანძილზე ქვეყნის სავალუტო მოგების 87 % რუსული რუბლით შემოვიდა. რუსულ რუბლთან შედარებით ბელარუსული რუბლი 20%-ით გამყარდა. ამან შეიძლება საბოლოოდ შეამციროს ბელარუსული ექსპორტი რუსულ ბაზარზე. ლევ მარგოლინის თქმით ბელარუსის პრეზიდენტს სწორედ ეს მდგომარეობა აღელვებს.

– ლუკშენკოს გათვლით ეს არ გაგრძელდება დიდი ხანს, გავა 2-3 თვე და შესაძლოა სანქციები გააუქმონ, შეიძლება რამე მოხდეს და ფასები ძველ ზღვარს დაუბრუნდეს. ჩვენ კი უკვე კონტრაქტები გვექნება გაფორმებული. მაგრამ ამასთან ეს საკმაოდ რისკიანი ჩანაფიქრია. თუმცა სხვა გამოსავლიც არ არსებობს. საერთო ჯამში ლუკაშენკო აბსოლუტურად მართალია, სჯობია რამდენიმე თვე შეამციროს ბაზარი, ვიდრე წაგებაზე იმუშაოს.

– რამდენიმე წლის წინ ითქვა, რომ რუსული რუბლი დაბრუნდებოდა ბელარუსში. მიმდინარე მოვლენები მეტყველებს იმაზე რომ ბელარუსში რუსული რუბლის დაბრუნება საბოლოოდ ჩავარდა?

– საქმე ის არის, რომ ეს იდეა ძირითადად რუსეთში იყო პოპულარული. ბელარუსი არასოდეს უჭერდა ამ იდეას მხარს. სახელმწიფო რომელის ტერიტორიაზეც სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზებია, ჯერ კიდევ სუვერენულ ქვეყნად ითვლება. მაგრამ სახელმწიფო რომელსაც არა აქვს საკუთარი ვალუტა ის არშემდგარი სახელმწიფოა. არავინ ფიქრობდა იმას, რომ ლუკაშენკო უარს იტყოდა ბელარუსულ რუბლზე“, – ამბობს ლევ მარგოლინი.

მიუხედავად ბელარუსის ეკონომიკის რუსეთზე ტოტალური დამოკიდებულებისა, ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსი არ გამოეკიდება რუსეთს და ეროვნული ვალუტის დევალვაციას არ მოახდენს. საბოლოო ჯამში ლუკაშენკომ ხელისუფლებას აუკრძალა სახელმწიფო ვალუტის შესუსტებაზე ოცნებაც კი.

– ‘’ ჩვენი (ვგულისხმობ ხელისუფლებას) პოზიცია უცვლელია. არ ვაპირებთ რუსეთზე ვიყოთ დამოკიდებული, ეს კატეგორიულად აკრძალულია, რადგან გაუგებარია რა ხდება რუსულ ბაზარზე, ვის რა უნდა, რა იქნება მომავალში. რუსული რუბლის რყევა არანაირ რეალურ მიზეზს არ ატარებს. ჩვენ სახელმწიფოს წინაშე ვალდებულება გვაქვს და ვალდებულები ვართ ადეკვატურად ვიმოქმედოთ. სხვა დანარჩენი მოსახლეობის ხელშია. თუ გინდათ ნგრევა მაშინ გაიქეცით და გადაცვალეთ ვალუტა – განმარტავს მარგოლინი

მომზადებულია  svoboda.org-ის მასალების მიხედვით

ირაკლი თორია