იქცა თუ არა რუბლის კოლაფსი რუსეთში ღრმა ეკონომიკური კრიზისის პროლოგად? მზად არიან თუ არა ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები რათა კრემლს უკან დასახევი გზა გაუხსნან? ეშინიათ თუ არა შტატებში რუსეთის ფინანსური კრიზისით გამოწვეული პოლიტიკური შედეგების?
ამ და სხვა საკითხებზე „რადიო თავისუფლების რუსულმა სააგენტომ“ ვაშინგტონის პიტერსონის სახელობის ინსტიტუტის თანამშრომელ ანდრეს ასლუნდთან, რუსეთის ხელისუფლების ყოფილ მრჩეველთან სტივენ ფაიფერთან, ვაშინგტონის ბრუკინგსის სახელობის ინსტიტუტის თანამშრომელთან, უკრაინაში აშშ-ის ყოფილ ელჩთან პოლ გრეგორისთან, ჰიუსტონის უნივერსიტეტის პროფესორთან, ჟურნალ „Forbes-ის“ კომენტატორთან და პოლიტოლოგთან, ვირჯინიის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორთან ერიკ შირიაევთან ისაუბრა.
ოთხშაბათს რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ ჯამური პროცენტის ამაღლებამ და ამის თანმდევმა რუბლის ვარდნამ, დაამტკიცა პრეზიდენტ ბარაკ ობამას სიმართლე რომელსაც ის ბოლო თვეები იმეორებდა, „სანქციები რუსეთს უკრაინაში შეჭრაზე ძვირი დაუჯდება“. ხუთშაბათს პრეს-კონფერენციაზე პუტინმა აღიარა, რომ რუბლთან დაკავშირებული სირთულეების 30 % საერთაშორისო სანქციებმა გამოიწვია. პუტინს არ განუმარტია თუ ვის კისერზეა სირთულეების დარჩენილი 70%. ამერიკელი კომენტატორებისთვის კადრი ბოლომდე ცხადი შეიქმნა. „The Washington Post“ გვაფრთხილებს, რომ რუბლის რყევამ საშიში ვითარება შექმნა: „პუტინმა ტრადიციულად ძალადობის ესკალაციაზე დაიწყო საუბარი, როდესაც მისი მოკავშირეები კუთხეში იქნენ მიმწყვდეულნი. მას შეუძლია ბოლო შემთხვევების გამო პირდაპირ დაარტყას უკრაინას ან სხვა ქვეყანას“. გაზეთი პუტინისთვის უკან დასახევი გზის გახსნისკენ მოუწოდებს, რაც მას ღირსებას შეანარჩუნებინებდა. „მაგრამ მისი მიმდინარე აგრესიის წინაშე არ შეიძლება უკან დახევა“ – წერს „The Washington Post“.
„The New York Times“ საბოლო დასკვნამდე მიდის. „უმეტესი წილი დანაშაულისა არსებულ ვითარებაში პუტინის კისერზეა, რომელიც თავის ეგოს, ტერიტორიულ ამბიციებსა და საკუთარი მეგობრების ამბიციებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებდა. პუტინის ყველაზე აზრიანი გადაწყვეტილება უკრაინიდან წასვლა იქნებოდა. ეს მომენტალურად შეამსუბუქებდა სანქციებს, მაგრამ რჩება კითხვა იყო თუ არა ეს უგონო ლიდერი საკმარისად გამოცდილი რათა კურსი შეეცვალა“, – წერს გაზეთი.
მოცემულ შემთხვევაში ეს არ არის რიტორიკული კითხვა. როგორც ეკონომისტი და რუსეთის ხელისუფლების რამდენიმე ყოფილი მრჩეველი ანდრეს ასლუნდი თვლის რუსეთში ძალას იკრებს სერიოზული ფინანსური კრიზისი, რასაც შეუძლია პუტინის პოლიტიკური ბედი განსაზღვროს. არ არის გამორიცხული რომ პუტინმა ვერ გაიაზრა კრიზისის შედეგები:
– ეს ძალიან სერიოზული ფინანსური კრიზისია. ვთვლი რომ პრეზიდენტი პუტინი ვერ გადაიტანს ამ კრიზისს.
– თქვენი აზრით საიდან მოვიდა ეს? ეს გარედან მოსული ძლიერი ფინანსური ღელვა?
– სამი ძირითადი მიზეზია. პირველი – ეს პუტინის სტრუქტურული ეკონომიკური პოლიტიკაა, რუსული ეკონომიკის სტაგნაცია, სახელმწიფო კაპიტალიზმი, კორუფცია და პროტექციონიზმი. მეორე – ეს ფინანსური სანქციებია, რაც ნიშნავს იმას, რომ არანაირი დაფინანსება რუსეთისთვის არ არსებობს, არც კერძო და არც სახელმწიფო საჭიროებისთვის და მესამე მიზეზი – ეს ნავთობზე ფასის ვარდნაა.
– შეუძლია თუ არა რუსეთის ცენტრალურ ბანკს და სახელმწიფოს რაიმე ხერხით შეაჩეროს ეს პროცესი?
– არა, ვინაიდან არცერთი ეს პრობლემა არ არის დაკავშირებული ფულთან. ის რასაც ცენტრალური ბანკი აკეთებს უმნიშვნელოა.
– თქვენ თვლით რომ ფინანსური მანევრები რუსეთს ამ მდგომარეობიდან ვერ გამოიყვანს?
– მეტი კრედიტების გაცემა ნიშნავს იმას რომ კაპიტალი ქვეყნიდან გადის, ეს არ მუშაობს და ყველამ დიდი ხანია ამის შესახებ იცის რუსეთში. ჯამური პროცენტის გაზრდა ვნახეთ – ეს არაეფექტურია.
– თქვენ რუსეთის ყოფილი მრჩეველი ბრძანდებით, დღეს რომ მოგიწვიონ კრემლში რა რჩევას მისცემდით?
– კონკრეტულად მხოლოდ ერთს – საჭიროა გასვლა დონბასიდან მთელი რუსული ჯარითა და იარაღით, რათა დასავლეთს გაუჩნდეს ნამდვილი მიზეზი სანქციების შესაჩერებლად. რუსები ვერ გადაიტანენ ფინანსურ სანქციებს.
– გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ ერთ ერთი ავტორი ამბობს, რომ რუსული ეკონომიკა განწირულია. თქვენ ამას ეთანხმებით?
– დიახ, ეს საშინელი კრიზისია, რაც ახლა ხდება და ვიცით ამის ორგანიზატორიც – პრეზიდენტი პუტინი.
– მეტ-ნაკლებად რამდენად შორს შეიძლება შევიდეს ეს კრიზისი?
– ვფიქრობ ეს ფინანსური კრიზისი მიმდინარე ეკონომიკაზე მოახდენს უდიდეს ეფექტს. იქნება სოციალური პროტესტი და კრემლის ელიტას არ ეცოდინება რა მოიმოქმედოს.
– მესმის, რომ რთულია ამის ვარაუდი მაგრამ რამდენად დაბლა შეიძლება დაეცეს რუბლი და რას შეიძლება ეს რუსეთისთვის ნიშნავდეს?
– ირანში ორი წლის წინ თითქმის ჰიპერინფლაცია იყო რაც დასავლეთის ფინანსურმა სანქციებმა წარმოშვა, მაგრამ რუსეთისთვის ეს ბევრად უფრო მტკივნეულია, რადგან რუსული ეკონომიკა შედარებით გახსნილია – ამბობს ანდრეს ასლუნდი
– თუ შევხედავთ სამი თვის წინანდელ რუსეთის ეკონომიკას ის ორ – სამ ტრილიონ დოლარს შეადგენდა, დღეს კი ერთ ტრილიონზე ოდნავ მეტია. რუსეთის ეკონომიკა აქტივების სახით განახევრდა. რა თქმა უნდა ამისგან ყველა ზარალდება ქვეყანაში.
– მოსალოდნელია რუსეთში დეფოლტი?
– არ ვფიქრობ რომ რუსეთში დეფოლტია მოსალოდნელი. ერთადერთი „როსნეფტის“ ან „გაზპრომის“ დეფოლტია მოსალოდნელი, რადგან მათ ახლა ძალიან ბევრი დაკარგეს, მაგალითად „გაზპრომის“ აქციები 2008 წლის მაისის შემდეგ 88 %-ით დაეცა.
– შესაძლებელია ვითარებამ 1990 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობა გაიმეოროს? როდესაც არ იყო ხელფასები, პენსიები, სოციალური დახმარებები?
– რა თქმა უნდა ახლა საჭიროა ძლიერ შემცირდეს სახელმწიფო ხარჯები. პუტინმა განაცხადა რომ ნავთობზე ფასის ვარდნას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანები იმდენივე რუბლს მიიღებენ შემოსავლად რამდენსაც ადრე იღებდნენ. მაგრამ არის მეორე მხარე – ხარჯები. ყველა იმპორტული ნივთი ორმაგად ძვირი იქნება. მაგალითად წამალი რუსეთში მეტწილად საზღვარგარეთიდან შედის, წამალზე ხარჯები კი უნდა განახევრდეს. ეს დიდი საფრთხეა ეკონომიკისთვის და მოსახლეობისთვის.
– როდის იქნება ამ კრიზისის უმაღლესი წერტილი, რთულია ამის ვარაუდი? ცოტა ხნის წინ ექსპერტები რუსეთის ნელ ჩაქრობას პროგნოზირებდნენ. ახლა ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის ჩუმი ჩაქრობა, ეს არ არის ჭაობი – ეს კრიზისია, ვარდნაა. როდის იქნება პიკი, რამდენად სწრაფად შეიძლება განვითარდეს ეს პროცესები?
– რასაც ჩვენ ეხლა ვხედავთ ეს სწრაფი გაუარესებაა. ამას რამდენიმე კვირის წინ ვწერდი, როდესაც ყველანი ფიქრობდნენ, რომ სტაგნაცია მომავალ წელს იქნებოდა, ადრე ვფიქრობდი რომ მომავალ წელს ვარდნა პროცენტით იქნებოდა ახლა ვვარაუდობ რომ ის ექვსიდან ათამდე პროცენტი იქნება.
– როგორ ფიქრობთ გააგრძელებს თუ არა დასავლეთი და ვაშინგტონი სანქციების შემოღებას?
– სანქციები ეხლა საჭირო არ არის, რადგან ის სანქციები რომლებიც ახლა არსებობენ საკმაოდ ეფექტურად მოქმედებენ ვიდრე ახლები, რადგან რუსეთს არ შეუძლია არანაირი ფინანსური დახმარების მიღება.
– პროფესორი გრეგორი, ანდრეს ასლუნდი საუბრობს იმაზე, რომ რუსეთი უკვე იქცა სერიოზული ფინანსური კრიზისის მსხვერპლად, პოლიტიკური რყევებით. ეთანხმებით ამ ხედვას?
– ვეთანხმები ასლუნდს იმაში, რომ ვარდნა დიდი იქნება. მე ეს ვივარაუდე მანამ, სანამ ამერიკა და ევროპა ამ სანქციებზე მიიღებდნენ გადაწყვეტილებას – ამბობს პოლ გრეგორი – ვფიქრობ, რომ სანქციები მნიშვნელოვანია ისევე, როგორც ნავთობის ფასი. ეს სახიფათოა როგორც ეკონომიკურ ასევე პოლიტიკური მნიშვნელობით.
– პრეს-კონფერენციისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სანქციების როლი კრიზისში 30 პროცენტს შეადგენს, თქვენ როგორ თვლით?
– ჩემი აზრით ეს 50/50-ზეა. სანქციები – 50 პროცენტია, ნავთობის ფასი – 50 პროცენტი. პუტინს ალბათ არ უნდოდა ეღიარებინა რომ სანქციები ასეთი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეკონომიკური სანქციები და ნავთობის ფასის ვარდნა იმდენად მნიშვნელოვანია რომ პუტინს არ შეუძლია უკრაინასა და ბალტიის ქვეყნებში თავისი ავანტიურიზმი დააფინანსოს.
– ერიკ შირიაევი, თქვენ როგორი შეგრძნება გაქვთ რუსული ეკონომიკის საფრთხესთან მიმართებაში, კერძოდ ვლადიმერ პუტინისადმი?
– აქ შეიძლება ორი ხედვა გამოითქვას. თუ დასავლეთიდან შევხედავთ ევროპისა და აშშ-ის გადმოსახედიდან ვნახავთ რომ ვითარება სახიფათოა. მაგრამ თუ რუსული მხრიდან შევხედავთ როგორც პოლიტიკურ ფსიქოლოგს შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ შესაძლოა არასაკმარისად ვაფასებთ რუს ხალხს, მათ შესაძლებლობებს არა მარტო ასეთი სირთულეების გადასალახად. ამიტომ ეს ორი ხედვა ირევა ერთმანეთში ერთის მხრივ რუსეთის ჩამოშლა და მეორეს მხრივ რუსეთის მიერ კრიზისის გადაგორება ვინაიდან არანაკლებ ცუდი პერიოდები გადაუტანია.
– მე მოვისმინე რამდენიმე რუსი ოპტიმისტი კომენტატორის გამოთქმა, რომ ისინი ვინც დიდი ქალაქებში ცხოვრობენ და დასავლურ ნივთებს მიეჩვივნენ ისინი იგრძნობენ რუბლის ვარდნას, მაგრამ ისინი ვინც ქვეყნის სიღრმეებში ცხოვრობენ, ვინც სვამს რუსეთში წარმოებულ არაყს და ჭამს რუსეთში მოყვანილ კარტოფილს ისინი არ იგრძნობენ ამას. ანუ ეს სანქციები არ არის საშიში. მართლაც არ არის საშიში სანქციები მათთვის ვინც სვამს არაყს და ჭამს რუსულ კარტოფილს?
– ვფიქრო ყოველ რუსს ესმის თუ რა არის სავალუტო კურსი – ამბობს პოლ გრეგორი. – ყველამ იცის, რომ თუ რუბლის კურსი ვარდება ყველაფერი გაძვირდება. შეიძლება რაღაც უმდაბლესი ფენა თვლიდეს ისე ოპტიმისტურად მაგრამ არსებობს საშუალო კლასი რომელიც არ ვიცი სად არის მაგრამ განიცდის. მე რომ ვიყო რუსეთის მოქალაქე ვიტყოდი რომ ეს არის ელცინის განმეორება. პუტინმა ხალხს მისცა პირობა რომ მასთან შეუძლიათ დაივიწყონ ელცინის პერიოდის ქაოსი, ახლა ახალი დროა, გარანტიას ვიძლევი რომ იქნება სტაბილურობაო, იქნება სამუშაო და ივლით დასავლეთშიო და ასე შემდეგ. არა მგონია რუს ხალხს ეს პირობა დავიწყებოდა.
– ამას ვნახავთ. თვლით, თუ არა რომ უახლოესი თვეები შეიძლება 90-იანი წლების მსგავსი გახდეს?
– დიახ.
– ეს საკმაოდ თამამი ვარაუდია.
– არა ვფიქრობ, უკვე არის განვლილის განმეორება. ვფიქრობ იქნება კაპიტალის კონტროლი, იქნება არაკონკურენტული რუბლი და ასე შემდეგ. ეს ელცინის დროის განმეორებაა.
– შესაძლებელია თუა რა ის, რომ რუსებს ახსოვთ ის რაც აწუხებდათ და მტკივნეული იყო მათთვის: ცენტრალური სახელმწიფო ვერ შეძლებს გადასახადების გადახდას, სოციალურ დახმარებებს? თუ კრემლს ამისთვის ეყოფა თანხა?
– ეს კარგი შეკითხვაა. ვცადე გამომეკვლია ეს საკითხი ძალიან რთულია რაიმეს გაგება. რადგან რუსული საპენსიო სისტემის გაგება ძალიან რთულია. უმთავრესია არის თუ არა ფული ინფლაციის კონპენსაციისთვის. ვფიქრობ არ არის ასეთი ფული. რუსებმა უკვე იციან, რომ ყირიმის საპენსიო სისტემაში ჩართვამ ისინი წაგებაში წაიყვანა. ვფიქრობ რუსეთში არ არის საკმარისი თანხები, ათ პროცენტიანი ინფლაციის დროს შედეგები საშინელი იქნება.
რუსეთისთვის მოსალოდნელი შემზარავი ფინანსური ვითარების ნაკლები მსხვერპლით აცილებისთვის ვლადიმერ პუტინისთვის ერთადერთი გამოსავალი უკრაინასთან შეთანხმებაა. ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში სტივენ ფაიფერი თვლის, რომ აშშ და ევროპის ქვეყნები შეამსუბუქებენ სანქციებს რაც რუსეთს ეკონომიკურ კრიზისის თავიდან აცილებაში დაეხმარება. მისი აზრით ამერიკაში ამოქმედებულმა კანონმა უკრაინის დასახმარებლად რამაც უკმაყოფილობა გამოიწვი კრემლში არ ნიშნავს რუსეთის მიმართ ახალი სანქციების ავტომატურ დაწესებას.
– მე არ გადამიჭარბებია ობამას მიერ ახალი კანონის ხელმოწერის მნიშვნელობა – ამბობს სტივენ ფაიფერი – პირველ რიგში პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი ძალიან განსხვავდება კონგრესის მიერ მომზადებული კანონისგან. ახალი სანქციების დიდი ნაწილი რაც კანონითაა გათვალისწინებული შეიძლება არ ამოქმედდეს. პრეზიდენტს აქვს უფლება თავი შეიკავოს მისი შემოღებისგან, თუ ის ნაციონალური უსაფრთხოებიდან იმსჯელებს. მაგრამ თუ შევხედავთ თუ რაოდენ მაშტაბური იყო კონგრესში ამ კანონის მხარდაჭერა, ვნახავდით რომ პრეზიდენტის ვეტო ვერ გაუძლებდა მეორედ ხმის მიცემას.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ობამას დიდი თავისუფლება აქვს ამ სანქციების ასამოქმედებლად. ეს ვფიქრობ რუსეთს აძლევს საშუალებას დაუფრთხეს ამერიკის სანქციებს და კიევთან კომპრომისებზე წავიდეს. ვფიქრობ მოსკოვი და კიევი პოროშენკოს მიერ ცოტა ხნის წინ გამოთქმულ აზრზე, რომ უკრაინის ნატო-ში პოტენციური შესვლის საკითხი შესაძლოა გადაიდოს ექვს წელზე მეტი ხნით, ისინი შეძლებდნენ ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის საკითხის მოგვარებასთან დაბრუნებას, რაც სანქციების გაუქმებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
– თქვენ ვარაუდობთ, რომ კრემლი შეძლებს თავი დააღწიოს სანქციებს ყირიმის უკრაინისთვის დაუბრუნებლად?
– ვფიქრობ სანქციებს ნაწილი გაუქმდება იმ პერიოდში სანამ რუსეთი აკოტროლებს ყირიმს – ამბობ სტივენ ფაიფერი – მაგრამ ვვარაუდობ, რომ სანქციები რომელიც ივლისსა და სექტემბერში ამოქმედდნენ საგრძნობლად შესუსტდება თუ რუსეთი მოაწერს შესაბამის შეთანხმებას ხელს და დაიწყებს მის შესრულებას, თუ გამოჩნდება რეალური ფაქტორები უკრაინის კრიზისის დარეგულირებაში.
– კრემლში უყვართ იმაზე საუბარი, რომ დასავლეთის რეალური სურვილი მოსკოვში „რეჟიმის შეცვლაა“ . კრემლის წარმომადგენლები საპასუხო მოქმედებებით იმუქრებოდნენ მას შემდეგ რაც კონგრესმა ეს კანონი დაამტკიცა. თქვენი აზრით რამდენად უნდათ ვაშინგტონში სანქციების დატოვება და იმის ნახვა, თუ რა მოხდება?
– პუტინმა ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო რათა დაერწმუნებინა რუსები იმაში, რომ დასავლეთის მიზანი – რეჟიმის შეცვლაა. ვაშინგტონში არის ხალხი რომელთათვისაც ეს იდეა ახლოა. მაგრამ ხელისუფლების სათავეში მყოფი ადამიანი რომელიც ამერიკის პოლიტიკას საზღვრავს – პრეზიდენტი ობამა – შორსაა ამისგან. რეჟიმის შეცვლის წინააღმდეგ ყველაზე კარგი არგუმენტია – თუ რა შედეგებთან მიიყვანს ცვლილება ასეთ ექსტრემალურ ვითარებაში – ამბობს სტივენ ფაიფერი.
– ერიკ შრიაევ, ფაიფერი თვლის, რომ ახლა შეიქმნა მდგომარეობა რომელიც საშუალებას აძლევს პუტინს თავი დააღწიოს მახეს, რომელშიც თავისი თავი და რუსი მოსახლეობა შეიყვანა, რომ აშშ და ევროპა მზად არიან შეამსუბუქონ სანქციები თუ კრემლი კიევთან შეთანხმებას მიაღწევს. შესაძლებელია თუ არა უკრაინის კრიზისის ასეთი „მშვიდი“ მოწესრიგება?
– რა თქმა უნდა ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ასეთი აქციების შეუძლებლობა ცხადია ბევრი მიზეზით. რადგან რუსეთის ეკონომიკის ცვლა არის აშშ-ისა და ევროპის მიზანი და გეგმა. რასაკვირველია უნდა ველოდოთ რომ იქნება რაღაც სიმბოლური სვლები რუსეთის მხრიდან, რუსეთი ამ მოქმედებებს გააჟღერებს როგორც უკრაინაზე გამარჯვებას. დასავლეთიც მიიღებს ისეთ სახეს თითქოს გადაწყვეტილება რომელიც მიღებული იქნა უეცრად მისი გამარჯვებაა და მხარეები დამშვიდდებიან. მაგრამ ეს არც დასავლეთისთვის და არც აშშ-სთვის მომგებიანი არ იქნება. რადგან ის რაც ახლა რუსეთში ხდება რესპუბლიკელების დემოკრატების, კონგრესის გადმოსახედიდანაც სამართლიანია და შეესაბამება მათ ბოლო ორ წელში ჩამოყალიბებულ პოლიტიკას.
– სხვაგვარად რომ ვთქვათ დასავლეთი არ დათანხმდება სანქციების შემსუბუქებას პუტინის სიმბოლური ნაბიჯების შემდეგ?
– არის ვარაუდი, მაგრამ ასეთი დათმობები არ იქნება. თამაში ძალიან შორს შევიდა.
– პოლ გრეგორი, შეამსუბუქებს დასავლეთი სანქციებს თუკი კრემლი და კიევი რამენაირ შეთანხმებას მიაღწევენ?
– ვფიქრობ აქ ძირითადი ფიგურა ანგელა მერკელია, მას ესმის რომ პუტინის ნდობა არ შეიძლება და რომ ის არასანდო პარტნიორია. ამ დრომდე ის პირობებს დებს მაგრამ არ ასრულებს. ვფიქრობ რესპუბლიკელთა სენატშიც იციან ეს ისევე როგორც დემოკრატებმა იციან თუ ვინ არის პუტინი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველას კარგად ესმის თუ ვინ არის პუტინი.
– პოლ, ეს პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ ვლადიმერ პუტინი ვერ მოახერხებს დასავლეთთან შეთანხმებას და რომ მისი უკან დახევის შესაძლებლობები გაშვებულია ხელიდან?
– მე მოვისმინე პუტინის პრესკონფერენცია – ეს ისევ ის ძველი პუტინი იყო , იგივე ძველებური ამბებითა და ანეგდოტებით. ჩემი გამოცდილებით როდესაც პუტინს საქმე ცუდად მისდის ის უფრო აგრესიული ხდება.
– პროფესორო შირიაევ, დღეს, ბევრმა ამერიკულმა გამოცემამ მთავარ გვერდზე გამოიტანა ვლადიმერ პუტინის განცხადება სადაც ის რუსეთს უშფოთველ დათვს ადარებს რომლის ჯაჭვზე დაბმას, კბილებისა და ბრჭყალების გარეშე დატოვებას და მისი ტერიტორიების წართმევას დასავლეთი ცდილობს. ხომ არ გაგიჩნდათ აზრი, რომ პუტინი დასავლეთის პრესისთვის თავის თავს კარიკატურულ პერსონაჟად აქცევს?
– პუტინი პრესკონფერენციაზე დაღლილ, ჩიხში მიმწყვდეულ ადამიანად გამოიყურებოდა, ძლიერი, თვითნებ მაგრამ სამწუხაროდ საწინააღმდეგო მოქმედებების შესაძლებლობების გარეშე. ამ პრეს-კონფერენციას არაფერი ახალი არ უჩვენებია, მხოლოდ განმეორება. ალბათ ეს უკვე ასხამს ნავთს ცეცხლზე იმათთვის ვინც უკვე დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ის კარიკატურულად გამოიყურება.
– თქვენი აზრით პუტინი არ გამოიყენებს საშუალებებს რათა ჩიხს თავი დააღწიოს და უკან დაიხიოს?
– აბსოლუტურად არა. ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ არცერთი ნაბიჯი არ გადაიდგმევა, ყველაფერი გაგრძელდება ისე როგორც აქამდე გრძელდება. რუსეთის ეკონომიკა გაუარესდება მაგრამ პოლიტიკური ცვლილებები არ იქნება.
– ერიკ შირიაევი ისევე როგორც სხვა დამკვირვებლები თვლიან, რომ პუტინი ასე გაძლებს ერთ ან ორ წელს. პოლ გრეგორი, თქვენი როგორც ეკონომისტის აზრით, შეძლებს პუტინი ეკონომიკურად ერთ ან ორ წელს გაძლოს, თუ მანამდე მოხდება ეკონომიკური კოლაფსი, რეჟიმის კოლაფსი ან ამდაგვარი რამ?
– რთული კითხვაა. პრეს-კონფერენციაზე მან დადო პირობა, რომ კრიზისი გაგრძელდება არაუმეტეს ორ წელს. ის თვლის რომ თავისი პოზიციების გამაგრებას ორი წლით შეძლებს. როდესაც კოლაფსი ხდება -ის ყოველთვის მოულოდნელია. ეკონომისტებს არ შეგვიძია ვივარაუდოთ ისეთი დიდი მოვლენები როგორიცაა რუსეთის ეკონომიკის კოლაფსი, მაგრამ მე ვერ ვხედავ რუსეთის ეკონომიკის გაუმჯობესებას: იმისთვის რათა მოხდეს გაუმჯობესება კანონი უნდა იყოს უზენაესი. პუტინი ვერ გააკეთებს ამას თავისი ხასიათიდან გამომდინარე, ეს მისთვის სრულიად შეუძლებელია.
– ერიკ შირიაევ, პრეზიდენტმა ობამამ ხელი მოაწერა უკრაინის მხარდამჭერ კანონს, მას ხელში აქვს მექანიზმები რითაც შეუძლია ჩაძიროს რუსეთის ეკონომიკა, რომლის სისუსტეც ასე ნათლად გამოჩნდა. რას ელით მისგან: დაიცდის, თუ გააღრმავებს სანქციებს?
– ჩემი და არა მარტო ჩემი აზრით სანქციები არა მხოლოდ გაგრძელდებ არამედ გამკაცრდება კიდევაც. ვფიქრობ აქ დიდ როლს თამაშობს ფსიქოლოგიური მომენტი. პრეზიდენტ ობამას მოსვლისთანავე ძალიან სურდა რუსეთთან კარგი ურთიერთობა აეწყო, უნდოდა ეჩვენებინა თუ რაოდენ წარმატებულია მისი საგარეო პოლიტიკა. ის რაც შემდგ მოხდა ამერიკა ბრალს დებს რუსეთს, რუსეთი კი ამერიკას, მაგრამ ის რაც მოხდა ეს დიდი შეურაცხყოფაა ობამასთვის, ის ამას აღიქვამს არა როგორც წყენას არამედ როგორც შეურაცხყოფას. ეს უკვე პრინციპის საქმედ იქცევა, მისთვის რუსეთის სანქციები – პრინციპული საქმეა. ამიტომაც პოულობს ის ამ საქმეში რესპუბლიკელთა დიდ მხარდაჭერას. საკითხავი არ არის ის გაგრძელდება თუ არა სანქციები – საკითხავია რამდენ ხანს გაგრძელდება სანქციები.
– მაგრამ ვითარება ხომ პარადოქსულია: სანქციები აშკარად მუშაობს. კრემლი და რუსი მოსახლეობა გრძნობენ იმას რასაც ობამამ უკრაინაში შეჭრის „საფასური“ უწოდა. ამასთან ფაიფერის აზრით ამერიკაში არის შიში პუტინის რეჟიმის კოლაფსით გამოწვეული რუსეთის გაუაზრებელი ქმედებების მიმართ. ასეთი რუსეთის წინაშე შეუძლია თუ არა დასავლეთმა თავი შეიკავოს სანქციების გამწვავებისგან?
– უნდა გვესმოდეს ამერიკული ისტებლიშმენტის, ამერიკული კულტურის. აქ ადამიანები იდეალისტები და საერთო ჯამში ოპტიმისტები არიან მიუხედავად გაჟღერებული სიტყვებისა და განსჯისა. საერთოდ რომ ვთქვათ თუ რუსეთში მოხდება ცვლილება, ახალი ხელისუფლება შედარებით რბილი, დემოკრატიული და სამართლიანი იქნება მოსახლეობის მიმართ. ამიტომ არ ვფიქრობ რომ რაიმე შიში არსებობს, ხელისუფლებების ცვლა არ შეცვლის პოლიტიკას.
– პოლ გრეგორი, თქვენი აზრით აშშ გააგრძელებს სანქციებს, დააკვირდება ვითარების გაუარესებას თუ შეეშინდება შედეგების და დაეხმარება პუტინს წაგებისგან თავის გადარჩენაში?
– დახმარება არარეალურია, ვფიქრობ გამკაცრდება სანქციები.
– არის თუ არა აშშ-ში შიში იმისა რომ სანქციებს და კოლაფსს გაუაზრებელი ქმედებები მოყვება?
– ვფიქრობ ასეთ შემთხვევაში ვაშინგტონი არ იქნება შესაცოდებელ მდგომარეობაში. მაგრამ პუტინზე მეტად უარესი ვინმეს წარმოდგენა არ შემიძლია.
მომზადებულია Svoboda.org-ის მასალების მიხედვით
ირაკლი თორია