უახლესი ამბები

მიხაელ შუმახერი საკუთარ დაბადების დღეს გრენობლის საავადმყოფოში ხვდება

03 01 2014 | ავტორი: admin
მიხაელ შუმახერი საკუთარ დაბადების დღეს გრენობლის საავადმყოფოში ხვდება
სპორტი
0

ფორმულა 1-ის“ შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონ მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობაკვლავ უცვლელიაგერმანელ სპორტსმენს გრენობლის საავადმყოფოში ორი გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ახლა ის კომაში იმყოფება და მის გვერდით მეუღლე და შვილები იმყოფებიან.

დღეს, შუმახერი 45 წლის გახდა და ამ უბედური შემთხვევის გამო საკუთარი დაბადების დღის გატარება საავადმყოფოში მოუწევს. საავადმყოფოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ყოველდღიური პრესკონფერენციები აღარ გაიმართება, ხოლო პერსონალს კი მედიის თანამშრომლებთან საუბარი აეკრძალათ.

დღეიდან, მედიას ინფორმაციას მხოლოდ მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში მიაწვდიან.

შეგახსენებთ, რომ უბედური შემტხვევა საფრანგეთის ალპებში, კურორტ მერიბელში თხილამურებით სრიალისას მოხდა. შუმახერმა კლდის გაშიშვლებულ ნაწილს თავი დაარტყა და თავის ტვინის სერიოზული დაზიანება მიიღო. იგი სასწრაფოდ გადაყვანილ იქნა გრენობლის საავადმყოფოში, სადაც გადატანილი ორი სასწრაფო ოპერაციის შემდეგ დღემდე კომაში იმყოფება.