ამერიკული გამოცემა Newsweek-ის ცნობით, იმის გათვალისწინებით თუ როგორ აგრესიულ პოლიტიკას ეწევა რუსეთი, ბალტიისპირეთისა და ნატოს წევრმა ქვეყნებმა საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე უნდა იფიქრონ.
ცხადია, დაძაბულობა იმატებს და ბალტიკის თავზე ინციდენტებიც გახშირდა.
კონრესის ახალმა კანონმა, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას გულისხმობს, უფრო მეტად დაძაბა ურთიერთობა რუსეთსა და ნატო-ს შორის.
მაგრამ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბალტიის ქვეყნებმა საგრძნობლად გააძლიერეს თავდაცვისუნარიანობა – გადაჭარბებულია. სამხედრო ხარჯები ძალიან მცირე ოდენობით გაიზარდა.
მიუხედავად ნატო-ს 2006 წლის სამიტზე მიღებული იმ პირობისა, რომელიც ნატოს წევრი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2 % – ის თავდაცვის სფეროში გამოყენებას გულისხმობდა, ეს ვალდებულება მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ შეასრულა. გავიდა 8 წელი და თავდაცვისუნარიანობა მხოლოდ ამერიკამ, ბრიტანეთმა, გერმანიამ და ესტონეთმა გააძლიერეს.
ბალტიის ქვეყნების ხელისუფლებები თავდაცვის სერიოზულ გაუმჯობესებაზე საუბრობენ, თუმცა რეალური ფაქტები სხვაზე მეტყველებენ. ესტონეთი თავდაცვაზე 2%-ის დახარჯვის პირობას დებს, ლიტვა მომავალი წლიდან 0,89 დან 1 % მდე აპირებს გაზრდას, ხოლო ლატვიის ხელისუფლება არაუმეტეს 1 %-ის დახარჯვას აპირებს.
არავის სჯერა იმის, რომ ბალტიის ქვეყნებს შეუძლიათ რუსეთის შეტევის მოგერიება, მაგრამ შესაძლებელი იქნება მოსკოვის სიდიადეს სახელი შეულახონ.
მართალია, ამისთვის არსებულთან შედარებით 3-5 ჯერ უნდა გაიზარდოს ხარჯები. მაგრამ არანაირი მინიშნება არ არსებობს, რომ ბალტიის ქვეყნები ასე გაზრდიან თავდაცვის ხარჯებს.
ამერიკის ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, უღირს თუ არა რისკზე წასვლა მსგავსი ე. წ. მოკავშირეების გამო, რომელთაც არ სურთ თავდაცვას განსაკუთრებულად მოეკიდონ. ჩვენ ვაჭარბებთ, როდესაც ვამბობთ, რომ აშშ იმდენად იცავს ამ სამ ქვეყანას, რომ მათ არაფერი არ ემუქრებათ. აბსურდულია აშშ-მა მათ უსაფრთხოებაზე იმაზე მეტად იფიქროს, ვიდრე თავად ისინი ფიქრობენ.
მომზადებულია kavkazcenter.com-ის მასალების მიხედვით