უახლესი ამბები

ნატო ავღანეთში მისიას ოფიციალურად ასრულებს

28 12 2014 | ავტორი: admin
ნატო ავღანეთში მისიას ოფიციალურად ასრულებს
გარესამყარო
0

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ავღანეთში საბრძოლო მისიას ოფიციალურად ასრულებს. დღეს დილით ქაბულში მდებარე შტაბის შენობაზე ნატო-სა და ალიანსის მოკავშირე ქვეყნების დროშები დაეშვა.

თალიბების რეჟიმის დამხობისა და „ალ-კაიდის“ საწვრთნელი ბაზების ლიკვიდაციის ოპერაცია 2001 წლის 11 სექტემბრის ნიუ იორკის ტერაქტის შემდეგ დაიწყო და 13 წელს გაგრძელდა.

ავღანეთთან დადებული ხელშეკრულება ვაშინგტონს, საჭიროების შემთხვევაში, რადიკალი ისლამისტების წინააღმდეგ ავღანეთის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი მოქმედების უფლებას აძლევს.  დასავლეთის სხვა ქვეყნები კი ადგილობრივი სამხედროების საწვრთნელ მისიაში ჩაერთვებიან. 

ავღანეთში უცხო ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის რიცხვი, 2011 წლის შემდეგ, 140 000-დან 13 000-მდე შემცირდება.