უახლესი ამბები

Guardian: 2015 წელი მსოფლიო ეკონომიკში ცვლილებებს მოიტანს

29 12 2014 | ავტორი: admin
Guardian: 2015 წელი მსოფლიო ეკონომიკში ცვლილებებს მოიტანს
გარესამყარო
0

მომავალ წელს მსოფლიო ეკონომიკაში არსებითი მნიშველობის ცვლილებები მოხდება. ბევრ ქვეყანას 2015 წელი ეკონომიკის საგძნობლად გაუმჯობესების შანსს მისცემს, მაგრამ არსებობს ფაქტორები, რომელთაც არსებული ვითარების კიდევ უფრო გაუარესება შეუძლიათ – წერს The Guardian.

გამომცემლობა რადენიმე ფაქტორს ასახელებს – ნავთობის ფასი, რუსეთ-უკრაინის ეკონომიკური პრობლემა, ჩინეთისა და ამერიკის ეკონომიკის მდგომარეობა და ევროზონაში კრიზისთან ბრძოლა. რაც შეეხება ნავთობზე ფასის ვარდნას, ის ერთის მხრივ დადებითად იმოქმედებს მწარმოებლებზე, გაიზრდება მოთხოვნა და შემცირდება ხარჯები. სხვა მხრივ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნავთობზე ფასის ვარდნამ შესაძლოა „კრედიტული სტრესი“ გამოიწვიოს, რაც ვენესუელის, ირანისა და აშშ-ის ეკონომიკაზე იმოქმედებს, – ნათქვაია სტატიაში.

ნავობის ფასი რუსეთის ეკონომიკაზეც იმოქმედებს. თუ რუსეთი მომავალ წელს ვერ შეძლებს ეკონომიკური სირთულეების გადალახვას, ის „დომინოს ეფექტს“ გამოიწვევს მეზობელ ქვეყნებში. აღნიშნავს The Guardian.

2015 წელს ყურადღება ჩინეთისა და აშშ-ის ეკონომიკისკენაც იქნება მიპყრობილი. პეკინისთვის 2014 წელი არც ისე მარტივი იყო, ის ცდილობდა მოეწესრიგენინა ვადაგასული კრედიტები. ახლა ნათელი ხდება, რომ ჩინეთის ეკონომიკის ზრდა ბევრად უფრო ნელი იქნება, ვიდრე ეს სხვა წლებში ხდებოდა. როგორიც არ უნდა იყოს ვარდნა, აშკარაა, რომ ექსპორტი ჩინეთიდან შემცირდება, ჩინური ტვირთის ფასების ვარდნამ კი შესაძლოა ევროზონაში დეფლაცია გამოიწვიოს.

რაც შეეხება ევროპას, 2015 წელი მასაც ვერ მოუტანს იმედიან მომავალს. 2014 წელს ევროზონამ ვერ შეძლო დეფლაციის საფრთხის აღმოფხვრა.
2015 წელი მსოფლიო ეკონომიკის ორ გზას გახსნის – ერთი გზა გაიაფებული ნავთობის გზაა, რომელიც მომხმარებლებისა და აშშ-ის მოგებისკენ მიდის, ხოლო მეორე გზა 2008-2009 წელს წარმოქმნილი ეკონომიკური პრობლემების გზაა, რომლის გადადებაც არ შეიძლება.

 

 

მომზადებულია Ria.ru -ს მასალების მიხედვით

 

ირაკლი თორია