უახლესი ამბები

ობამა: „რაც პუტინმა გააკეთა, არც ისე ჭკვიანური ნაბიჯი იყო“

30 12 2014 | ავტორი: admin
ობამა: „რაც პუტინმა გააკეთა, არც ისე ჭკვიანური ნაბიჯი იყო“
გარესამყარო
0

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ნაციონალურ რადიოსთან ინტერვიუში, რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებზე და პუტინის შეცდომაზე ისაუბრა.

„სამი–ოთხი თვის წინ ვაშინგტონში ყველა დარწმუნებული იყო რომ პუტინი გენიოსია, რომ მან ჭკუით გვაჯობა და რუსეთის ძალაუფლების გაფართოება მოახერხა. მე მაშინ ვთქვი, რომ არ გვინდოდა რუსეთთან ომი. ამის სანაცვლოდ შეგვეძლო მოგვეხდინა მასზე ზეწოლა ევროპელ პარტნიორებთან ერთად. დღეს კი ხალხი უკვე ფიქრობს, რომ ის რაც პუტინმა გააკეთა, არც ისე ჭკვიანური ნაბიჯი იყო“, – განაცხადა ობამამ.