უახლესი ამბები

სეპარატისტებმა უკრაინის აღმოსავლეთში დაგეგმილი რეფერენდუმი არ გადადეს

08 05 2014 | ავტორი: admin
სეპარატისტებმა უკრაინის აღმოსავლეთში დაგეგმილი რეფერენდუმი არ გადადეს
გარესამყარო
0

უკრაინის პრორუსულმა სეპარატისტებმა 11 მაისს უკრაინის აღმოსავლეთში დაგეგმილი რეფერენდუმის გადადებაზე უარი განაცხადეს. რეფერენდუმის გადადების თხოვნით ერთი დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოვიდა.

„გაიმართა კენჭისყრა და ამ კენჭისყრაზე მიღებული ასპროცენტიანი შედეგით გადაწყდა 11 მაისს დაგეგმილი რეფერენდუმის თარიღი არ შეიცვალოს“, – განაცხადა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დენის პუშილინმა.

„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ თანათავმჯდომარე სერგეი ციპლაკოვის თქმით, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის მოსახლეობა რეგიონში უსაფრთხოების აღდგენაზე მთელ იმედებს რეფერენდუმს უკავშირებს.

„ხალხი მიეჩვია, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ. ვლადიმერ პუტინის განცხადებისთანავე ჩვენმა აქტივისტებმა ასობით და ათასობით შეტყობინება მიიღეს, სადაც ხალხი ითხოვდა არ შეგვეცვალა რეფერენდუმის თარიღი და მზადყოფნას გამოთქვამენ მისი ჩატარება საკუთარი სხეულით დაიცვან“, – განაცხადა ციპლაკოვმა.

მისი თქმით, მიუხედავათ სააგიტაციო კამპანიის არასრულყოფილად ჩატარებისა, კენჭისყრის გამართვისათვის მზადყოფნა მაინც მაღალია.

 

მომზადებულია BBC Russia-ს მასალებზე დაყრდნობით Abkhazia News-სთვის