უახლესი ამბები

არქეოლოგებმა ქრისტეს სასამართლოს სავარაუდო ადგილსამყოფელს მიაკვლიეს

05 01 2015 | ავტორი: admin
არქეოლოგებმა ქრისტეს სასამართლოს სავარაუდო ადგილსამყოფელს მიაკვლიეს
კულტურა
0

იერუსალიმში არქეოლოგებმა იესო ქრისტეს სასამართლოს სავარაუდო ადგილსამყოფელს მიაკვლიეს, – იუწყება The Washington Post. 15 წლიანი გათხრების შედეგად, „დავითის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მკვლევარებმა მიტოვებული შენობის ნანგრევებს მიაკვლიეს.

არქეოლოგებმა იცოდნენ, რომ ნაგებობა ციხედ გამოიყენებოდა ჯერ ოსმალეთისა და შემდეგ ბრიტანეთის მმართველობის პერიოდში. თუმცა, ახლა ისინი ვარაუდობენ, რომ მათ იროდ ანტიპას სასახლის ნანგრევები აღმოაჩინეს. მეცნიერები თვლიან, რომ სწორედ აქ მიუსაჯა ქრისტეს სიკვდილი ჰეროდესთან სტუმრად მყოფმა იუდეველთა პრეფექტმა პილატემ.

ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ფროფესორი და არქეოლოგი შიმონ გიბსონი დარწმუნებულია, რომ სასამართლო იროდის სასახლეში შედგა და ამის დასამტკიცებლად იოანეს სახარებაში არსებულ მინიშნებებს იშველიებს.

მომზადებულია Lenta.ru-ს მასალების მიხედვით