Deutche Welle-ს მიმომხილველი თვლის, რომ „ღირსეულ დგილს“ ისტორიის წიგნებში ობამა დაიკავებს ჯანდაცვისა და ეკონომიკის რეფორმებით, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკას ჯერ კიდევ ბევრი წარუმატებლობა ემუქრება.
ობამას საპრეზიდენტო ვადა იწურება და ახალი საპრეზიდენტო მარათონის დაწყებამდე დარჩენილია მხოლოდ ერთი წელი. წერს Deutche Welle-ს მიმომხივლელი მიდგარ შორიჩი.
ჟურნალისტი ობამას წარმატებად მიიჩნევს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას, ენერგომატარებლებზე ფასების შემცირებას და ჯანდაცვის რეფორმას, რაც დიდი ხნის მანძილზე დარჩება ამერიკელთა ცხოვრებაში.
თუმცა უფრო დიდი რაოდენობითაა წარუმატებლობა, ძირითადად საგარეო პოლიტიკის სფეროში. მათ რიცხვში ჟურნალისტმა შეიტანა ინიციატივა ემიგრაციასთან დაკავშირებით, რომელსაც კონგრესი დაბლოკავს, ერაყსა და ავღანეთში ომის შეწყვეტის პოლიტიკა, სადაც დღემდე მიმდინარეობს ბრძოლები და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძლის სტრატეგიის უქონლობა.
ჟურნალისტი საგარეო პოლიტიკის ჩავარდნად მიიჩნევს რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებასაც. მისი აზრით, ობამამ შეცდომა დაუშვა, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის პრობლემების მოგვარება ჯო ბაიდენს დაავალა, რომელიც ემოციურად და არაპროფესიონალურად მოქმედებს.
უკრაინელებს ვერ დაეხმარება ობამას პრანჭია პათპოსი. მათ მილიარდობით ფინანსური დახმარება სჭირდებათ. მაგრამ ისინი ტყუილად დაელოდებიან ამ დახმარებას 2015 წელს – წერს ჟურნალისტი – რაც უფრო მეტი საბიუჯეტო გარღვევა იქნება კიევის ბიუჯეტში, მით უფრო ნაკლებად დააინტერესებს ამერიკას „დნარჩენი უკრაინა“.
2015 წლისთვის ოპტიმიზმით შეხედვის შესაძლებლობას ალბათ გვაძლევს ობამას მცდელობა ჩინეთთან შეხების წაერტილის მოსაძებნად, დიალოგის გაგრძელება ირანთან ატომური ბომბის საკითხზე, კუბასთან ურთიერთობის ნორმალიზაცია.
მომზადებულია ria.ru-ს მასალების მიხედვით
ირაკლი თორია