უახლესი ამბები

IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიაში ოფიციალურად ჩაერთო

06 01 2015 | ავტორი: admin
IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიაში ოფიციალურად ჩაერთო
საქართველო და გარესამყარო
0

ქართველი ჯარისკაცები ცხელ წერტილში. მეოთხე მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიაში ოფიციალურად ჩაერთო.

გადაბარების საზეიმო ცერემონიალი მაზარი-შარიფში გერმანულ სამხედრო ბაზა „მარმალზე“ გაიმართა.

მისიის გადაბარების ცერემონიალს ჩრდილოეთის სარდლობის წარმომადგენლობა დაესწრო. გაძლიერებული ასეულის მეთაურმა სამშვიდობო მისია გერმანული სწრაფი რეაგირების დანაყოფის მეთაურისგან გადაიბარა.

ქართულმა ქვედანაყოფმა სამშვიდობო მისიით გათვალისწინებული ამოცანების შესრულება უკვე სრული მასშტაბით დაიწყო. მისიის ფარგლებში, ქართველი სამხედროების ამოცანა სწრაფი რეაგირება და საპატრულო რაიონის კონტროლია.