უახლესი ამბები

ირაკლი ალასანია და ალექსი პეტრიაშვილი თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების ოჯახებს ესტუმრნენ

07 01 2015 | ავტორი: admin
ირაკლი ალასანია და ალექსი პეტრიაშვილი თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების ოჯახებს ესტუმრნენ
საზოგადოება
0

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ალექსი პეტრიაშვილთან ერთად თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრობლების ოჯახებს ესტუმრა. „თავისუფალი-დემოკრატების“ ლიდერებმა მათ შობა-ახალი წელი მიულოცეს და თანადგომა აღუთქვეს.

თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების ოჯახებთან სტუმრობის შემდეგ ირაკლი ალასანიამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და ამ საქმესთან დაკავშირებით პასუხიმგებლობა
პირადად პრემიერ-მინისტრს ეკისრება.

„მე ძალიან ვწუხვარ, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, საქართველოში ისევ ისეთი სიტუაციაა, როდესაც უდანაშაულო ადამიანებს ციხეში სვამენ. მე მინდა ვუთხრა, რომ პირადად ეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს პრემიერ- მინისტრს. პირადად ეკისრება პასუხისმგებლობა ამ პოლიტიკურ დევნაზე ჩვენი ქვეყნის მთავარ პროკურორს და დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე იზეიმებს და მათ მოუწევთ პასუხისგება ამ საშინელი დანაშაულისთვის“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.