უახლესი ამბები

პარიზში გაზეთ „Charlie Hebdo-ს“ რედაქციაზე თავდასხმისას 10 ადამიანი დაიღუპა

07 01 2015 | ავტორი: admin
პარიზში გაზეთ „Charlie Hebdo-ს“ რედაქციაზე თავდასხმისას 10 ადამიანი დაიღუპა
გარესამყარო
0

საფრანგეთის პროკურატურის განცხადებით, ცოტა ხნის წინ პარიზში სატირული გაზეთ „Charlie Hebdo-ს“ რედაქციაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა.

გაზეთი მუსულმანი ლიდერების კარიკატურების გამოქვეყნების გამო აქამდეც რამდენჯერმე გახდა თავდასხმის ობიექტი.

თვითმხილველთა ინფორმაციით, თავდასხმაში კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებული რამდენიმე პირი მონაწილეობდა.

შემთხვევის ადგილზე მივიდა ქვეყნის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ტრაგიკული შემთხვევის გამო საფრანგეთის პრეზიდენტი მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომას გამართავს.