უახლესი ამბები

დონეცკის ოლქის ცხრა ქალაქს კვლავ სეპარატისტები აკონტროლებენ

09 05 2014 | ავტორი: admin
დონეცკის ოლქის ცხრა ქალაქს კვლავ სეპარატისტები აკონტროლებენ
გარესამყარო
0

დონეცკის ოლქის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ბოლო მონაცემებით, ოლქის ცხრა ქალაქს კვლავ სეპარატისტები აკონტროლებენ.

„დღესდღეობით დაძაბული ვითარება რჩება დონეცკში, ძერჟინსკში, გორლოვკაში, ენაკიევოში, კონსტანტინოვკაში, კრამატორსკში, კრასნი ლიმანში, მარიუპოლში, სლავიანსკსა და სლავიანსკის რაიონში. სეპარატისტები კვლავ შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ უკრაინელ ძალოვანებს, რომლებიც რეგიონში ანტიტერორისტულ ოპერაციას მართავენ“, – ნათქვამია დონეცკის ოლქის მერიის განცხადებაში.

სეპარატისტები დასახლებულ პუნქტებში მოსახლეობას აიძულებენ მონაწილეობა მიიღონ 11 მაისისთვის დაგეგმილ რეფერენდუმში.

დონეცკის ოლქში ანტიტერორისტული ოპერაციის აქტიური ფაზა 2 მაისს განახლდა. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებას 14 უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა, 66 კი დაშავდა.