უახლესი ამბები

საჩხერის რაიონიდან კიდევ 8 ადამიანი გაიტაცეს

09 05 2014 | ავტორი: admin
საჩხერის რაიონიდან კიდევ 8 ადამიანი გაიტაცეს
კონფლიქტები
0

რუსმა ოკუპანტებმა საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულიდან კიდევ რვა ადამიანი გაიტაცეს. აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტებთან საუბარში საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა ზაბახიძე ადასტურებს.

„ჯერ იმ 10 გატაცებულის ბედიც არ გარკვეულა და კიდევ 8 ადამიანია გატაცებული. ალბათ მათი სასამართლო პროცესი ცხინვალში გაიმართება და შემდეგ გაირკვევა გატაცებულების ბედი“, -ამბობს ინგა ზამბახიძე.

ბოლო დღეების განმავლობაში, საჩხერის რაიონიდან 20-მდე ადგილობრივია გატაცებული.

საჩხერის რაიონიდან გატაცებები იმ ტერიტორიიდან ხდება, სადაც მოსახლეობა ჯონჯოლის საკრეფად დადის.