უახლესი ამბები

გენერალ მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ავღანეთში ქართველი სამხედროები მოინახულა

11 01 2015 | ავტორი: admin
გენერალ მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ავღანეთში ქართველი სამხედროები მოინახულა
საქართველო და გარესამყარო
0

ავღანეთში, მაზარი-შარიფში მეოთხე მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული გენშტაბის უფროსმა მოინახულა. გენერალ მაიორი ვახტანგ კაპანაძე ქართველ სამხედროებს შეხვდა, სამუშაო პირობებით დაინტერესდა და ასეულის მეთაურისგან ქვედანაყოფის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიიღო.

ავღანეთში ვიზიტის ფარგლებში, გენშტაბის უფროსი ბაზა მარმალზე ჩრდილოეთის სარდლობის მეთაურს, ბრიგადის გენერალ ჰერალდ განტესაც შეხვდა.

მეოთხე მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული მაზარი-შარიფში სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებს და საპატრულო რაიონს აკონტროლებს. გაძლიერებული ასეული პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც „მტკიცე მხარდაჭერის“ ოპერაციას გერმანულ ბაზაზე ასრულებს.