სომხეთის ქალაქ გიუმრში 6 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსი ჯარისკაცი დააკავეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, მესაზღვრე ვალერი პერმიაკოვი სომხეთ-თურქეთის საზღვართან ახლოს აიყვანეს.
რუსი სამხედრო საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. სომხეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ ორშაბათს დილით ქალაქ გიუმრში ოჯახის 6 წევრი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს.
დაღუპულთა შორის 2 წლის ბავშვია. გიუმრში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაა განთავსებული.