უახლესი ამბები

საუდის არაბეთში საქართველოს საელჩო გაიხსნა

13 01 2015 | ავტორი: admin
საუდის არაბეთში საქართველოს საელჩო გაიხსნა
საქართველო და გარესამყარო
0

საუდის არაბეთის სამეფოს დედაქალაქ ერ-რიადში საქართველოს საელჩომ ფუნქციონირება დაიწყო.

საელჩოს შენობა განთავსებულია მისამართზე ერ-რიადი, ალ-ვურუდი, პრინც ფეისალ ბინ საად ბინ აბდულრაჰმანის ქუჩა N 60.

შენობაზე 12 იანვარს ქართული ხუთჯვრიანი დროშა ოფიციალურად აღიმართა.

საქართველოს მისია საუდის არაბეთში 2014 წლის თებერვალში დაფუძნდა.

უკვე დასრულდა საელჩოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა პროცედურა. საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს გახსნა მნიშვნელოვანია არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. მისიის მთავარი საქმინობაც საუდის არაბეთის სამეფოსთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და GCC-სა (Gulf Cooperation Council) და OIC-ის (Organisation of Islamic Cooperation) სამდივნოებთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ იქნება მიმართული. მიმდინარეობს მუშაობა ერ-რიადიდან ომანის სასულთნოს, ბაჰრეინის სამეფოსა და იემენის რესპუბლიკის დიპლომატიური გადაფარვის განხორციელების მიზნით.

საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა გახლავთ.