უახლესი ამბები

თბილისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტით სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტი დაინტერესდა

19 01 2015 | ავტორი: admin
თბილისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტით სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტი დაინტერესდა
მეცნიერება
0

თბილისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტით სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტი დაინტერესდა.

უნივერსიტეტის პირველი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან პროფესორები – კარენ ჰოლბრუკი, როჯერ ბრინდლი და რობერტ ბიშოპი, თბილისში შეხვედრებს მართავს.

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტისა და განათლების სისტემაში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია პროფესორებს დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა მიაწოდა. სტუმრებმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს საკუთარი წინადადებებიც წარუდგინეს.

პარალელურად, პარტნიორობის შესაძლებლობა განიხილება მსოფლიოს სხვა წამყვან უნივერსიტეტებთან.

შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ განათლების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობა. პროფესორებმა მზადყოფნა გამოთქვეს, სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ქართველი სტუდენტები მიიღონ.