უახლესი ამბები

ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის პოსტზე მისი კანდიდატურის განხილვას ადასტურებს

19 01 2015 | ავტორი: admin
ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის პოსტზე მისი კანდიდატურის განხილვას ადასტურებს
პოლიტიკა
0

“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრის გია კობახიძის შვილის ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” დაფუძნების დღიდან, დამფუძნებელი საბჭოს წევრი იყო, საჭიროების შემთხვევაში კი იურიდიულ დახმარებას უწევდა. ცნობისთვის, კობახიძემ, შესაძლოა “ქართული ოცნებაში” ზვიად ჯანყარაშვილი ჩანაცვლოს.

“დაგიდასტურებთ კონსულტაციებს და მზადყოფნას, რომ აქტიურად ჩავერთო პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში და წვლილი შევიტანო მის გაძლიერებაში. პარტიას აქვს გამოწვევები, სჭირდება პირველ რიგში სიღრმისეული ანალიზის გაკეთება, რომ გაანალიზდეს, რა ძლიერი მხარეები აქვს და მაქსიმალურად ვიმუშაოთ მის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და სუსტი მხარეების განეიტრალებაზე”,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივნად შესაძლოა ირაკლი კობახიძე დანიშნონ. კონსულტაციები უკვე დაწყებულია, გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს.