უახლესი ამბები

ზღუდავს თუ არა ახალი კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლებას

19 01 2015 | ავტორი: admin
ზღუდავს თუ არა ახალი კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლებას
კანონპროექტი
0

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით დასჯადი ხდება, სამოქალაქო სექტორის კრიტიკის ობიექტი გახდა.

კანონპროექტს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შუზღუდვის მცდელობად აფასებს ზვიად ქორიძე. მისი განცხადებით, პროექტი ბუნდოვანია, რადგან მასში არ არის განმარტებული მოწოდების მნიშვნელობა.

მაღალი სტანდარტების შემოღების აუცილეობლობაზე საუბრობს ლაშა ტუღუში და აცხადებს, რომ კანონპროექტი სამართალდამცველებს ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს, რის შედეგადაც უდანაშაულო პირი, შესაძლოა, პატიმრობაში აღმოჩნდეს.

კანონპროექტის თანახმათ, დასჯადი ხდება მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური ან სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის, მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების მიზნით.

მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „სისხლის სამართლის კოდექსში“ რამდენიმე ცვლილების შეტანას გულისხმობს.