უახლესი ამბები

არასრულწლოვანთა საქმეები შესაძლოა წინასწარ მომზადებულმა მოსამართლეებმა განიხილონ

20 01 2015 | ავტორი: admin
არასრულწლოვანთა საქმეები შესაძლოა წინასწარ მომზადებულმა მოსამართლეებმა განიხილონ
კანონპროექტი
0

არასრულწლოვანთა საქმეები შესაძლოა წინასწარ მომზადებულმა მოსამართლეებმა განიხილონ.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შექმნის ინიციატივით იუსტიციის სამინისტრო გამოდის. სამინისტრო დოკუმენტს დღეს გაასაჯაროებს.

ახალი კოდექსის თანახმად, არასრულწლოვნების საქმეებს სპეციალიზებული პოლიციელები, გამომძიებლები და პროკურორები შეისწავლიან. ახალი კოდექსით მცირდება პატიმრობის ვადებიც.

ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომის გამართვამდე პატიმრობა 30 დღით განისაზღვრება. ბრალდებულად ყოფნის პერიოდი კი – 6 თვით.

ცვლილება ასევე არასრულწლოვანთა ნასამართლეობის საკითხსაც ეხება. მოზარდს სასჯელის მოხდისთანავე ნასამართლეობა ავტომატურად მოეხსნება. კოდექსის დამტკიცების შემდეგ ის ძალაში მიმდინარე წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად შევა.