უახლესი ამბები

ვაზაგაშვილის საქმის დროული გამოძიების მოთხოვნით, თბილისსა და ბათუმში აქციები გაიმართა

21 01 2015 | ავტორი: admin
ვაზაგაშვილის საქმის დროული გამოძიების მოთხოვნით, თბილისსა და ბათუმში აქციები გაიმართა
კრიმინალი
0

არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების ნაწილი ხელისუფლებას იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.

ამასთან დაკავშირებით, გუშინ საღამოს თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

არასამთავრობო სექტორი აქციის გამართვას დღესაც გეგმავს.

საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმშიც. ევროპის მოედანზე შეკრებილმა პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა პირებმა და მოქალაქეებმა იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტის სასწრაფო გამოძიება და დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საქმე დროულად არ გაიხსნება, ამას საზოგადოების პროტესტი მოჰყვება.

უფრო ფართომასშტაბიანი აქციის გამართვა   ბათუმში დღესაც იგეგმება.