უახლესი ამბები

ვაზაგაშვილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება

21 01 2015 | ავტორი: admin
ვაზაგაშვილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება
კრიმინალი
0

იური ვაზაგაშვილის ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ამ დრომდე უტარდება.

შემთხვევის ადგილიდან გარდაცვლილი გუშინ გვიან ღამით გადმოასვენეს.

დაღუპულის ახლობლების ინფორმაციით, საქმეში ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი.

პარალელურად, სპეციალისტები სწავლობენ მასალებს, რომლებიც დაღუპულის ავტომანქანიდან ამოიღეს. მანქანა დალუქეს. პროცესს ადვოკატიც დაესწრო, რომელიც დილიდან პროკურატურაში იყო დაბარებული.

თბილისში იური ვაზაგაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პარალელურად, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო შემთხვევის ადგილზეც მუშაობს. სოფელ ყარაფილაში საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სპეციალისტები ცდილობენ, აღადგინონ სურათი, რა მოხდა საფლავზე და რომელ ჯგუფს განუკუთვნებდა ის ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც მოქმედებაში მოვიდა.

შიდა ქართლის საოლქო პროკურატურაში დაკითხეს მოწმეებიც.