უახლესი ამბები

ვაზაგაშვილის საქმეს სპეციალურად შექმნილი საგამოძიებო ჯგუფი შეისწავლის

21 01 2015 | ავტორი: admin
ვაზაგაშვილის საქმეს სპეციალურად შექმნილი საგამოძიებო ჯგუფი შეისწავლის
კრიმინალი
0

იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეს სპეციალურად შექმნილი საგამოძიებო ჯგუფი შეისწავლის.

მთავარ პროკურატურაში გამოძიების ვერსიებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ უწყება, პირველ რიგში, შემთხვევის ადგილზე არსებულ მტკიცებულებებს შეისწავლის და მათ ექსპერტიზას ჩაუტარებს.

აღნიშნული საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა ვერსიას განიხილავს გამოძიება.

ამ დრომდე უცნობია, რა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ იმსხვერპლა იური ვაზაგაშვილი. მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე არც სავარაუდო ეჭვმიტანილებს ასახელებს და გამოძიების ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს.

გამოძიების დროულად დასრულებას მოითხოვს საზოგადოება. არასამთავრობოები, პოლიტიკოსები, უფლებადამცველები და რიგითი მოქალაქეები, რომლებმაც აქციები დაიწყეს, მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და გამოძიებამ დასკვნა უმოკლეს ვადაში დადოს.