უახლესი ამბები

აშშ-ის პრეზიდენტის მოხსენება კონგრესში – რა საკითხებზე ისაუბრა ობამამ

21 01 2015 | ავტორი: admin
აშშ-ის პრეზიდენტის მოხსენება კონგრესში – რა საკითხებზე ისაუბრა ობამამ
გარესამყარო
0

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა კონგრესში ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა. გამოსვლა საათზე მეტხანს გაგრძელდა.

საუბრის მთავარი თემები მზარდი ეკონომიკა, ენერგეტიკა, გლობალური კლიმატური ცვლილებები, ასევე ავღანეთში დასრულებული მისია და საგარეო პოლიტიკა გახდა.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა შეძლებული მოქალაქეებისთვის გადასახადების შესაძლო ზრდაზე და ყურადღება გაამახვილა მზარდ ეკონომიკურ უთანასწორობაზე; ასევე, ტერორიზმის საფრთხეებსა და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე, უკრაინაში არსებულ ვითარებასა და რუსეთის ეკონომიკურ კრიზისზე. 

ეს კონგრესში ბარაკ ობამას რიგით მეექვსე შემაჯამებელი გამოსვლა იყო.