უახლესი ამბები

ახალი დეტალები ვაზაგაშვილის საქმეში – ვინ არის ახალი მოწმე და რა ინფორმაციას ფლობს ის

21 01 2015 | ავტორი: admin
ახალი დეტალები ვაზაგაშვილის საქმეში – ვინ არის ახალი მოწმე და რა ინფორმაციას ფლობს ის
კრიმინალი
0

ახალი დეტალები იური ვაზაგაშვილის საქმეში – დღეს ადვოკატმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქმეში გამოჩნდა ახალი მოწმე, რომელიც 2006 წლის სპეცოპერაციის თვითმხილველია და რომელსაც უმნიშვნელოვანესი მასალები ჰქონდა. სწორედ ამ მოწმესთან აპირებდა შეხვედრას ვაზაგაშვილი მკვლელობის დღეს.

ეს არის ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ექსკლუზიურად მოიპოვა.

პარალელურად, ის ვერსიები ხდება ცნობილი, რომელზეც ადგილობრივი მოსახლეობა და დამოუკიდებელი ექსპერტები საუბრობენ.

არსებობს არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც მოქმედებაში მოვიდა, ქართული წარმოების იყო და ის არ იმართებოდა დისტანციურად.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში ვაზაგაშვილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

რაც შეეხება ოფიციალურ ინფორმაციას, ამ დრომდე სამართალდამცველები კომენტარს არ აკეთებენ.