უახლესი ამბები

არასამთავრობოები ვაზაგაშვილის საქმის დაუყოვნებლივ და ობიექტურად გამოძიებას ითხოვენ

21 01 2015 | ავტორი: admin
არასამთავრობოები ვაზაგაშვილის საქმის დაუყოვნებლივ და ობიექტურად გამოძიებას ითხოვენ
კრიმინალი
0

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ პროკურატურას, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმე დაუყოვნებლივ და ობიექტურად გამოიძიოს.

„მიგვაჩნია, რომ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, სამართალდამცველმა ორგანოებმა საზოგადოებას ასევე უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა ახლა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება. იმედს გამოვთქვამთ, რომ იური ვაზაგაშვილისა და ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეები დროულად და ეფექტურად იქნება გამოძიებული“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.