უახლესი ამბები

პროკურატურა ირანულ მხარესთან კოჩალიძის მკვლელის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს

21 01 2015 | ავტორი: admin
პროკურატურა ირანულ მხარესთან კოჩალიძის მკვლელის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს
კრიმინალი
0

16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობის საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გააკეთა.

უწყება უკვე დაუკავშირდა ირანის საგამოძიებო ორგანოს და ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას.

ირანული მხარის ცნობით, 29 წლის მამაკაცი ირანელმა სამართალდამცველებმა 12 იანვარს აიყვანეს. ის ორმაგ მკვლელობაშია ბრალდებული. ირკვევა, რომ მარიამ კოჩალიძის გარდა, მას 8 წლის ირანელი ბავშვის მკვლელობა ბრალდება.

16 წლის გოგონა ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 2013 წლის ივლისში მოკლული იპოვეს. მაშინ მკვლელმა საზღვრის გადაკვეთა და ქვეყნის დატოვება მოასწრო. ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა საქართველოში დაუსწრებლად შეეფარდა.