უახლესი ამბები

პრეზიდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებს შეხვდა

21 01 2015 | ავტორი: admin
პრეზიდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებს შეხვდა
მეცნიერება
0

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები მიიღო.

შეხვედრისას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს და იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს, რომელთა წინაშეც დღეს თბილისისა თუ რეგიონების უმაღლესი სასწავლებლები დგას.

პრეზიდენტთან საუბრისას რექტორებმა ყურადღება უნივერსიტეტების ავტონომიის საკითხზეც გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ ამ სასწავლებლების ავტონომიურობა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. ამ საკითხთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილისგან მათ სრული მხარდაჭერა მიიღეს. 

შეხვედრისას ის პროექტებიც განიხილეს, რომლებსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია წლის განმავლობაში უნივერსიტეტებთან ახორციელებდა.