უახლესი ამბები

ფარიკაობაში აფხაზეთის საერთაშორისო ღია პირველობაში 200-მდე უცხოელი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას

10 05 2014 | ავტორი: admin
ფარიკაობაში აფხაზეთის საერთაშორისო ღია პირველობაში 200-მდე უცხოელი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას
საზოგადოება
0

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, დღეს, ფარიკაობაში აფხაზეთის ღია საერთაშორისო პირველობა გაიმართება.

აფხაზეთის მთავრობის ცნობით, პირველობაში აფხაზეთიდან დევნილ და საქართველოს სხვა რეგიონის სპორტსმენებთან ერთად 200-მდე უცხოელი მიიღებს მონაწილეობას.

ტურნირი საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სპორტულ დარბაზში, დღეს გაიხსნება. ფარიკაობის სამივე სახეობაში (დაშნა, ხმალი, რაპირა) ჩატარდება და მასში სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის ფედერაციის (ვლადიკავკაზი) და ქუვეითის სპორტსმენებიც ჩაერთვებიან.
აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში ერთი შესარჩევი ჯგუფური ტურის სახით ჩატარდება. ჯგუფები იასპარეზებენ წრიული სისტემით, პირდაპირი გამოთიშვის ტურით რეპეშაჟის გარეშე, გამარჯვებულის გამოვლენამდე.

ტურნირის მიზანია, ფარიკაობის, როგორც სპორტის ოლიმპიური სახეობის პოპულარიზაცია და განვითარება. ასევე, ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენა, სპორტული ოსტატობის ამაღლება და ჯანსაღი თაობის აღზრდა.

საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და დიპლომები