უახლესი ამბები

ახალი გარემოებები კორტების სპეცოპერაციის საქმეში

22 01 2015 | ავტორი: admin
ახალი გარემოებები კორტების სპეცოპერაციის საქმეში
კრიმინალი
0

ვაზაგაშვილების ადვოკატი 2006 წელს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის ახალ გარემოებებზე საუბრობს.

გაგი მოსიაშვილის თქმით, ზურაბ ვაზაგაშვილი უდანაშაულო იყო და აღნიშნული სპეცოპერაციის საქმეზე მტკიცებულებები გაყალბებულია.

ადვოკატის განცხადებით, ბევრი ახალი მტკიცებულება არსებობს, რომლებიც საქმის ოფიციალურ ვერსიას არსებითად ცვლის. მოსიაშვილის თქმით, მტკიცებულებების შესახებ იური ვაგაზაშვილიც ინფორმირებული იყო.

საქმეში არსებულ ახალ გარემოებებზე საუბრობენ პროკურატურაშიც. პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, ახალი მოწმეები უკვე დაიკითხნენ და გამოძიება დასკვნით ფაზაშია.

კაციტაძის თქმით, საქმეში არსებული ახალი დეტალები უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება.