უახლესი ამბები

ომბუდსმენი ვაზაგაშვილის საქმეზე მონიტორინგს განახორციელებს

22 01 2015 | ავტორი: admin
ომბუდსმენი ვაზაგაშვილის საქმეზე მონიტორინგს განახორციელებს
კრიმინალი
0

საქართველოს სახალხო დამცველი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობაზე მონიტორინგს განახორციელებს.

ომბუდსმენი მთავარ პროკურატურას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ეფექტიანი, ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების ჩატარებისაკენ მოუწოდებს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია მოცემულ საქმეზე გამოძიება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების დაცვით, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად წარიმართოს.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულის უფლებამონაცვლეს შესაძლებლობა უნდა მიეცეს, პროცესში ჩაერთოს.