უახლესი ამბები

გვიან ღამემდე მიმდინარეობდა იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი

23 01 2015 | ავტორი: admin
გვიან ღამემდე მიმდინარეობდა იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი
საზოგადოება
0

გვიან ღამემდე მიმდინარეობდა იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი საზოგადოებრივ დარბაზ “ჯაზუში”.

ოჯახს პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრებმა   ირაკლი ალასანიამ და ალექსი პეტრიაშვილმა მიუსამძიმრეს.   პანაშვიდზე იმყოფებოდა პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძეც. 

მათი განცხადებით, უმოკლეს დროში უნდა მოხდეს მომხდარი ტრაგედიის გამოძიება. იური ვაზაგაშვილს   შაბათს  სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ,   კვირას კი   კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში დაკრძალავენ.