უახლესი ამბები

ექსპერტი: რუსეთს კრიზისიდან გამოსასვლელი შესაძლებლობა არ გააჩნია

24 01 2015 | ავტორი: admin
ექსპერტი: რუსეთს კრიზისიდან გამოსასვლელი შესაძლებლობა არ გააჩნია
გარესამყარო
0

შესაძლებლობა, რომელიც რუსეთს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაში შეუწყობდა ხელს, არ გააჩნია – განაცხადა „გაზეტა რუსთან“ ინტერვიუში ცნობილმა ეკონომისტმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესომა ჩარლზ კალომირისმა. ვერც დასავლეთის დახმარებას მიღებს, ვერც სხვა ექსპორტიორებთან შეძლებს შეთანხმებას იმის შესახებ, რომ მათ ნავთობის მოპოვება შეამცირონ და თავისი ფასი დაარეგურილოს, ვერც ეკონომიკის დივერსიფიკაციას მოახდენს, ხაზგასმით აღნშნავს ექსპერტი.

– როგორ აფასებთ რუსეთის ეკონომიკის ამჟამინდელ ვითარებას?

– ამჟამად ვითარება არც ისე მარტივადაა. აქ უმთავრეს მიზეზად შეიძლება დავასახელოთ ნავთობზე ფასის ვარდნა. თუმცა, გაცილებით სერიოზული პრობლემა მდგომარეობს იმში, რომ ფასის უახლოეს პერიოდში დარეგურილება შეუძლებელია, აქვე თუ გავითვალისწინებთ ვალუტის კურსის მდგომარეობას, ცხადი ხდება, რომ სამომავლოდ მოსალოდნელია მთლიანი შიდა პროდუქტის ვარდნა და ბიუჯეტში გადასახადების შემცირება. ბანკები არც ისე სახარბიელო ვითარებაში აღმოჩნდებიან, რადგან მათ აუცილებლად მოუწევთ ვალების გადახდა დოლარებში.

ყველა ეს ფაქტორი რუსეთს ძალიან სარისკო მდგომარეობაში აყენებს, გულწრფელად რომ ვთქვა, მე ვერ ვხედავ კრიზისისგან თავის დაღწევის შანსს. ნავთობზე ფასის აწევის გარეშე ქვეყანას ბევრი დანაკარგი ელის.

როდესაც თქვენ უამრავი ობლიგაცია გაქვთ დოლარში და მათი გადახდის პერიოდი ახლოვდება, ხოლო მოსახლეობას თავისი დანაზოგის დაბრუნება სურს, ეს სერიოზული რისკია ეკონომიკისთვის. როდესაც მოსახლეობა ხედავს, რომ პრობლემის მოგვარების რაიმე პერსპექტივა ქრება, ის უფრო მეტად იწყებს თავისი ბიუჯეტის შენახვას. ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის ოპტიმიზმი, ხოლო ნავთობის ამჟამინდელი ფასი არც ისე დიდად სანუგეშოა რუსი ხალხისთვის. იგივეს ამბობდნენ რუსი ეკონომისტებიც, რომლებთანაც მე ვურთიერთობდი. ასე რომ არა მარტო მე ვფიქრობ ასე, იგივეს აცხადებენ ექსპერტებიც.

– რას და ვის შეუძლია გადაარჩინოს რუსეთის ეკონომიკა?

– ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომლითაც რუსეთი კრიზისის დასაძლევად საკმარის თანხებს იპოვის. ზოგადად, ასეთ შემთხვევაში, ქვეყნები მსოფლიო ბანკისგან იღებენ კრედიტებს, ამ შემთხვევაში კი ეს შეუძლებელია. რუსეთს ნავთობის ექსპორტიორ სხვა ქვეყნებთანაც არ შეუძლია შეთანხმების მიღწევა. უახლოეს ექვს თვეში ან ერთ წელიწადში რუსეთი ეკონომიკის დივერსიფიკაციასაც ვერ შეძლებს.
ცოტა ხნის წინ, თავის გამოსვლაში პუტინმა განაცხადა, რომ მას აქვს კონკრეტული გეგმა. თუმცა ჩემთვის წარმოუდგენელია, რა გეგმა უნდა იყოს, რადგან კოზირი მას სახელოში ჩამალული ვერ ექნება. არ ვიცი, რა შეუძლია გააკეთოს ახლა, მაგრამ ერთი ან ორი წლის წინ რეალურად შეეძლო გაველენა მოეხდინა სიტუაციაზე

– რომელი ქვეყნები იქნებიან 2015 წელს ეკონომიკურად წარმატებულნი და რომლები ზარალში?

– სტაბილურად მოსჩანს აშშ-ს პოზიცია. ჩვენ მთლიანი შიდა პროდუქტის აღმასვლას ვაკვირდებით. საერთო ჯამში კი დეფლაცია ენერგომატარებლებზე ფასის ვარდნის შედეგია, რაც არც თუ ისე ცუდია ამერიკის ეკონომიკისთვის. შეძლება ითქვას, რომ შედარებით გაუმჯობესებული ვითარება იქნება ბრაზილიაში, სადაც ნავთობის ფასის ვარდნა ნაკლებადაა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფაქტორი.

პოზიტიურს ვერაფერს ვიტყვი ევროზონის შესახებ, მათ აუცილებლად მოუწევთ ინფლაციის დონის აწევა, რათა ბანკები დააშოშმინონ და სახელმწიფო ვალები გადაიხადონ.

მაგრამ ამ სცენარს არ ეთანხმება გერმანია, აქედან გამომდინარე, ევროპის ცენტრალური ბანკი ვერ შეძლლებს ინფლაციის ამაღლებას.

აბსოლუტურად ამოუცნობია მომავლ წელს ინდოეთის პოზიცია. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ვითარება არც თუ ისე საიმედოა და ინდოეთი ძალიან ნელა მიდის წინ. მაგრამ არ ვიცი, ეს შეგნებულად კეთდება თუ ინდური ეკონმიკა ამუხრუჭებს.

იაპონიაში თავის დროზე და სწრაფად არ ჩატარებულა სტრუქტურული რეფორმები, დაუშვეს მთელი რიგი შეცდომები. იაპონიის ეკონომიკის ზრდას დიდი ხანი უნდა ველოდოთ.
ასე რომ შედარებით პოზიტიური პროგნოზი შეიძლება მხოლოდ აშშ-ს მივცეთ. ცხადაია, აშშ-ის ეკონომიკა ძლიერია და სხვა ქვეყნებშიც გადის, მაგრამ დამეთანხმეთ, უკეთესია თვითმფრინავის ყველა ძრავი მუშაობდეს, ვიდრე მხოლოდ ერთი.

– მოდით, ვრცლად ვისაუბროთ ევროკავშირზე. ხმები იმის შესახებ, რო საბერძნეთი გადის ევროკავშირიდან – სულ უფრო მეტად ვრცელდება, რა გავლენას მოახდენს ეს ევროკავშირზე?

– ჩემი აზრით თუ საბერძნეთი გავა ევროკავშირიდან, ამას ლოკალური შედეგები ექნება, რადგან 2010 წლის შემდეგ მსოფლიოში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. საბერძნთისგან განსხვავებით, სამხრეთევროპულ სხვა ქვეყნებს არ შეუძლიათ სახელმწიფო ობლიგაციებით მიღებული შემოსავლებით დაიკვეხნონ.
ევროკავშირიდან საბერძნეთის გასვლა სხვა ქვეყნებზე ძლიერად არ იმოქმედებს.
ევროკავშირის მიერ ფინანსური მექანიზმების შემქნმამ და ცენტრალური ბანკის მმართველად მარიო დრაგის დანიშვით, საბერძნეთის ევროზონიდან გასვლის საკითხი კონტროლქვეშ მოექცა. გარდა ამისა, საბერძნეთი ძალიან დიდი რაოდენობით იღებს ფინანსურ დახმარებებს ევროკავშირისგან და თუ საბერძნეთში მოვა ისეთი ხელმძღვანელი, რომელიც უარს იტყვის „სამეულის“ დახმარებაზე, მაშინ ევროკავშირს დროულად მოუწევს თანხმობის მიცემა, რათა დიდხანს არ გაგრძელდეს ქვეყნის დაფინანსება.

– მაგრამ რიგი ექსპერტებისა ამტკიცებს, რომ საბარძნეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ორგანიზაციას სერიოზული დანაკარგები ელის. ეს რეალობაა?

– არ ვფიქრობ, რომ ეს ასეა, რადგან გაუგებარია, რატომ უნდა აისახოს ნეგატიურად. რა თქმა უნდა, იქნება მცირე დანაკარგები, რადგან საბერძნეთის სუვერენული ვალის ადრესატები ევროკავშირის ნაციონალური ბანკები და ევროკავშირის ცენტრალური ბანკები არიან. საბერძნეთი პატარა ქვეყანაა და არამგონია მის მაგალითს მიბაძოს ვთქვათ, იტალიამ ან ესპანეთმა. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი აზრი ამ ქვყენებში ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ ამის რისკი მცირეა.

მე თვითონ ვწუხვარ საბერძნეთზე, რადგან 2010 – 2011 წლებში თავად ვუჭერდი მხარს საბერძნეთის ევროზონიდან გასვლას, მაგრამ დღეს, როდესაც ქვეყენას ასეთი რთული პერიოდი აქვს გადატანილი, ევროკავშირიდან გასვლის საუკეთესო დრო არ არის.

რაც შეეხება საბერძნეთის გადაუხდელი ვალების საფრთხეს – იგივე რისკი რუსეთთან მიამრთებაშიც არსებობს. როდესაც ხალხი ნახავს, რომ ბანკებს პრობლემები ექმნებათ, ისინი მასიურად დაიწყებენ ფულის გატანას, რადგან ფინანსური სექტორის საინტერესო შტრიხია ისაა, რომ ადამიანებს უყვართ მოვლენების წინასწარ განსაზღვრა, ისინი არ ჩადებენ ფულს იმ ორგანიზაციაში, რომელიც საფრთხის ქვეშაა და ამიტომ, საბერძნეთისა და რუსეთის მოსახლეობა მომლოდინეს პოზიციას არ დაიკავებს.

gazeta.ru-ს მასალების მიხედვით

ირაკლი თორია