უახლესი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – ეგრეთ წოდებული კორტების საქმის გამოძება მალე დასრულდება

25 01 2015 | ავტორი: admin
ირაკლი ღარიბაშვილი – ეგრეთ წოდებული კორტების საქმის გამოძება მალე დასრულდება
კრიმინალი
0

 ეგრეთ წოდებული კორტების საქმის გამოძება  მალე დასრულდება – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გააკეთა, სადაც ის იური ვაზაგაშვილის პანაშვიდზე იმყოფებოდა. 

 ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე დასკვნით ფაზაშია და   პროკურატურა მუშაობას  უახლოეს ხანებში დაასრულებს. 

რაც შეეხება იური ვაზაგაშვილის   საქმეს, როგორც პრემიერმინისტრმა დააანონსა,  ის პროკურატურის შუალედურ ანგარიშს ჯერკიდევ გუშინ ღამით უნდა გაცნობოდა. 

პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე დატოვა რამდენიმე მაღალჩინოსანმა, რომელთა კორტების საქმესთან კავშირზეც იური ვაზაგაშვილი  საუბრობდა. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ  ვახტანგ გომელაურის განმარტებით, სპეცოპერაციაში მონაწილე  ყველა ადამიანი, რომელთა  ბრალეულობაც ძიების შედეგად გამოიკვეთება, კანონის შესაბამისად დაისჯება. 

გომელაურის განცხადებით, სამინისტროს მაღალჩინოსნებმა  თანამდებობები  იმ მოტივით  დატოვეს,  რომ გამოძიების პროცესში პრობლემა არ შექმნილიყო.