უახლესი ამბები

ყარაფილაში გადასვენებამდე იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა

25 01 2015 | ავტორი: admin
ყარაფილაში გადასვენებამდე იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა
საზოგადოება
0

სოფელ ყარაფილაში გადასვენებამდე   იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა, სადაც ის  საზოგადოებრივ დარბაზ “ჯაზუდან”   გადაასვენეს.

სამებაში  სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა   ილია მეორემ გადაიხადა.

ვაზაგაშვილის ოჯახს  პრემიერმინისტრმა, მთავრობის წევრებმა, პოლიტიკოსებმა, დეპუტატებმა, დედაქალაქის თვითმმართველი ორგანოების ხელმძღვანელმა პირებმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიუსამძიმრეს.