უახლესი ამბები

პაატა ზაქარეიშვილი – ორი წლის განმავლობაში ასეთი გამოწვევა არ გვქონია

25 01 2015 | ავტორი: admin
პაატა ზაქარეიშვილი – ორი წლის განმავლობაში ასეთი გამოწვევა არ გვქონია
საზოგადოება
0

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სოფელ ყარაფილაში იმყოფება. მან იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

“ეს არის მთელი საქართველოს ტრაგედია, მე ვთვლი, რომ ეს არის ყველაზე სერიოზული გამოწვევა ჩვენი ხელისუფლებისა.

დღემდე. ორი წლის განმავლობაში ასეთი გამოწვევა არ გვქონია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დროულად იქნას გამოძიებული და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ის სრულად ენდობა გამოძიებას და დარწმუნებულია, რომ გამოძიება ამ შემთხვევაში ეფექტურად და ოპერატიულად წარიმართება.