საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროსა და ბრიუსელის ინტერპოლის ბიუროს თანამშრომლობის შედეგად, ფოთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის ყოფილი მოადგილე დააკავეს.
ვიქტორ ჭელიძე 2000-2005 წლებში ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის დარგში ფოთში დისლოცირებული სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის მოადგილედ მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში მან არაერთხელ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და სახელმწიფო ქონებას უკანონოდ ასხვისებდა.
ვიქტორ ჭელიძის საქართველოში ექსტრადიცია 31 იანვარს განხორციელდა.