უახლესი ამბები

ბარაკ ობამა: წავიდა ის დრო, როდესაც მიწების დაპყრობა დიდი ერების ფორმულის ნაწილი იყო

02 02 2015 | ავტორი: admin
ბარაკ ობამა: წავიდა ის დრო, როდესაც მიწების დაპყრობა დიდი ერების ფორმულის ნაწილი იყო
გარესამყარო
0

„აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაცია ცუდი გადაწყვეტილების მტკიცებულებაა, რომელიც პუტინმა რუსეთის სახელით მიიღო“, – ეს განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა ტელეკომპანია „CNN-თან“ ინტერვიუში გააკეთა.

ბარაკ ობამას თქმით, ყირიმის ანექსია რუსეთისათვის მომგებიანი არ იქნება და დანაკარგებს მიიღებს. „წავიდა ის დრო, როდესაც მიწების დაპყრობა დიდი ერების ფორმულის ნაწილი იყო“, – აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა.

აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, გასულ ზამთარს, უკრაინასთან დაკავშირებით, პუტინმა სპონტანური და გაუაზრებელი გადაწყვეტილებები მიიღო.

ბარაკ ობამამ უკრაინის ხელისუფლების ცვლილების პერიოდში შეერთებული შტატების შუამავლის როლზეც ისაუბრა. „პუტინმა ყირიმთან და უკრაინასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მაიდნის პროტესტისა და იანუკოვიჩის გაქცევის შემდეგ შექმნილი მოულოდნელი მდგომარეობის შემდეგ მიიღო და არა გრანდიოზული სტრატეგიული გეგმის საფუძველზე. ჩვენი შუამავლობით კი უკრაინაში გარდამავალი პერიოდის დაწყების შეთანხმება იქნა მიღწეული“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.