უახლესი ამბები

ევროვიზია 2014-ის გამარჯვებული ავსტრიელი კონჩიტა ვურსტი გახდა

11 05 2014 | ავტორი: admin
ევროვიზია 2014-ის გამარჯვებული ავსტრიელი კონჩიტა ვურსტი გახდა
გარესამყარო
0

ევროვიზიის 59-ე სიმღერის კონკურსის გამარჯვებული ავსტრიელი მომღერალი კონჩიტა ვურსტი გახდა სიმღერით „Rise Like a Phoenix“.

წვერიანი მომღერალი – 25 წლის არტისტ ტომ ნაივირტის მიერ შექმნილი სასცენო სახეა. ევროვიზია 2014-ზე მისმა გამოსვლამ 290 ქულა დააგროვა.

„ეს საღამო ეძღვნება ყველას, ვისაც მშვიდობისა და თავისუფლების მომავლის სჯერა. თქვენ იცნობთ საკუთარ თავს – ჩვენ ერთნი ვართ და ვერ შეგვაჩერებენ“, – დაიყვირა გამარჯვებულის გამოცხადების შემდეგ სცენაზე გასულმა კონკურსანტმა.

მეორე ადგილი ნიდერლანდურმა ჯგუფმა „The Common Linnets“ დაიკავა 238 ქულით, ხოლო მესამე ადგილზე შვედი მომღერალი სანა ნილსენი გავიდა 218 ქულით.