უახლესი ამბები

კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულთა ნაწილს უვადო პატიმრობა ემუქრება

02 02 2015 | ავტორი: admin
კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულთა ნაწილს უვადო პატიმრობა ემუქრება
კრიმინალი
0

პროკურატურის მიერ დაკავებული 11 პირიდან 6 შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია.

დაკავებულებს ბრალს 48 საათის განმავლობაში წაუყენებენ. საუბარია განზრახ მკვლელობაზე დამამძიმებელ გარემოებაში და მტკიცებულებების ფალსიფიკაციაზე.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მათ ნაწილს უვადო პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურამ განცხადება დღეს გააკეთა და კორტების სპეცოპერაციის საქმე გახსნილად გამოაცხადა.